ერდოღანი: „სტამბოლის კონსტანტინოპოლად გადაქცევის უფლებას არავის მივცემთ“

ერდოღანი: „სტამბოლის კონსტანტინოპოლად გადაქცევის უფლებას არავის მივცემთ“

ერდოღანი: „სტამბოლის კონსტანტინოპოლად გადაქცევის უფლებას არავის მივცემთ“

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჩანაქკალეს  (გალიპოლი)  ბრძოლის 104-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაში სიტყვით გამოსვლისას, გასული კვირის პარასკევ დღეს, ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთზე განხორციელებულ ტერაქტზეც გაამახვილა ყურადღება და ტერორისტის ე.წ. მანიფესტზე გაამახვილა ყურადღება და დაამატა: „ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერაქტი - თურქეთის მისამართით გარკვეული წრეების მხრიდან გაკეთებული მინიშნებაა. მუსლიმების მტრებმა აჩვენეს, რომ ჩვენს სიძულვილს აგრძელებენ. მზად ვართ, მათ საკადრისი პასუხი გავცეთ და ამაზე ხმამაღლა ვისაუბრებთ ჩანაქკალეში. თურქი ხალხი მუდმივად იცხოვრებს ამ მიწებზე, ისინი  არავის მისცემენ  უფლებას სტამბოლიკონსტანტინოპოლად აქციონ. ამ მიწებს ერთ დროს ბალკანეთის, ჩრდილოეთ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის და კავკასიის ხალხები იცავდნენ, რომლებთან ერთადაც ერთ საზღვრებში ვცხოვრობდით. კიდევ ერთხელ მივესალმები ყველა მათგანს და ვუცხადებ, რომ ნუ იდარდებენ მათი წინაპრების მიერ სიცოცხლის ფასად დაცულ  ამ მიწებს,  თვალის ჩინივით ვუფრთხილდებით.“ პრეზიდენტმა ერდოღაბმა 104 წლის წინ ჩანაქკალეს ბრძოლაში დაღუპულები კიდევ ერთხელ პატივისცემით მოიხსენია.



მსგავსი ინფორმაციები