ახალ ზელანდიას თურქი მაღალჩინოსნები ესტუმრებიან

ისინი ამ ქვეყანას სოლიდარობის მიზნით ეწვევიან

1164590
ახალ ზელანდიას თურქი მაღალჩინოსნები ესტუმრებიან

 

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ფუატ ოქტაი და საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუტ ჩავუშოღლუ, პრეზიდენტ რ,თ, ერდოღანის მითითებით ახალ ზელანდიას ეწვევიან.

როგორც ცნობილია, ამ ქვეყანაში გუშინ, პარასკევის ლოცვის დროს, ორ მეჩეთზე სისხლიანი თავდასხმა განხორციელდა, რასაც 49 მუსლიმანი ემსხვერპლა და 48 დაიჭრა, რის შემდეგ ერდოღანი ტელეფონით დაუკავშირდა ახალ ზელანდიელ კოლეგა დამე ფაცი რედდის და მკაცრად დაგმო რა ყოველგვარი ძალადობები და ტერორიზმი, ამავე დროს დაღუპულების გამო სამძიმარი გამოუცხადა მას, ხოლო დაჭრილებს კი მალე გამოჯანმრთლება უსურვათ.

“ჩემი აზრით, ტერორისტის მიერ გამოცხადებული 74 ფურცლიანი მანიფესტი ცხადად მიუთითებს იმაზე, რომ ეს თავდასხმა არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ქმედებას, არამედ მის უკან ტერორისტული დაჯგუფებები შეიძლება იდგნენ და მათი გამოვლენა ახალი ზელანდიის ხელისუფლებას ოდნავ შეუმსუბუქებს მდგომარეობას“, აღნიშნა ერდოღანმა.

მისივე თქმით, ახალი ზელანდიისადმი მხარდაჭერის და სოლიდარობის გამოვლენის მიზნით, ამ ქვეყანას აგზავნის ვიცე-პრეზიდენტ ფუად ოქტაის და საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუტ ჩავუშოღლუს, რომლებიც ამავე დროს ახალი ზელანდიის ხელისუფლებასთან ერთად დაადგენენ ახალ საგზაო რუკას



მსგავსი ინფორმაციები