ერდოღანი ორდუს მიტინგზე გამოვიდა სიტყვით

“სირიის ჩრდილოეთში შესაქმნელ ბუფერულ ზონას ჩვენ გავაკონტროლებთ“

1155981
ერდოღანი ორდუს მიტინგზე გამოვიდა სიტყვით

 

ორდუში გამართულ საარჩევნო მიტინგზე სიტყვით გამოსულმა პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლში მტკიცე კატეგორიულობას.

"ამ ქვეყანაში ცხოვრების უფლება არ აქვთ იმათ, ვინც ჩვენი ხალხის და ერის მშვიდობას და მყუდროებას არღვევს", - განაცხადა მან.

მისივე აზრით, თურქეთის მომავალი და საერთოდ რეგიონის მომავალი ბედი, ბევრად არის დამოკიდებული სირიის პრობლემის მოგვარებაზე.

"ჩვენ, სირიის პრობლემის მშვიდობიანად მოგვარების გზაზე ყველანაირ ძალისხმევას ვიჩენთ. თურქეთის გარეშე ამ რეგიონში ვერაფერი ვერ გადაწყდება. თუ ჩვენ სირიიდან წამოსულ საფრთხეს ვერ შევეწინააღმდეგებით, მაშინ, ვერც თურქეთი და ვერც ევროკავშირი უსაფრთხოდ ვერ დარჩება. ჩვენი უსაფრთხოება კი მხოლოდ მაშინ იქნება მთლიანად დაცული, თუ სირიის ჩრდილოეთში შესაქმნელ ბუფერულ ზონას ჩვენვე გავაკონტროლებთ. ამ მიზნით კი აუცილებელი და საჭიროა ევფრატის აღმოსავლეთ ნაწილის ქურთი ტერორისტებისგან განთავისუფლება, რაშიც მტკიცე კატეგორიულობას ვიჩენთ“, ხაზგასმით განაცხადა პრეზიდენტმა



მსგავსი ინფორმაციები