თურქეთი   ამერიკის შეერთებულ შტატებთან „პატრიოტები“-ს  შესყიდვის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს

თურქეთი   ამერიკის შეერთებულ შტატებთან „პატრიოტები“-ს  შესყიდვის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს

1155461
თურქეთი   ამერიკის შეერთებულ შტატებთან „პატრიოტები“-ს  შესყიდვის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან „პატრიოტები“-ს  შესყიდვის თაობაზე მოლაპარაკებები ხელმეორედ დაიწყეს. ჩავუშოღლუმ ქალაქ, ესქიშეჰირში ერთ-ერთ ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს, ამერიკისგან „პატრიოტები“-ს და რუსეთისგან „S-400“-ის  სარაკეტო თავდაცვის სისტემის შესყიდვის თაობაზე განცხადებები გააკეთა. „მიმდინარე წლის ბოლოსათვის „S-400“-ის გადმოცემის პროცესი დასრულდება. ჩვენ რადგან პატრიოტები არ მოგვყიდეს, ამიტომ გადავწყვიტეთ  S-400-ის შესყიდვა. ბოლოს პატრიოტების საკითხთან დაკავშირებით ორი წლის წინ გაგზავნილ წერილზე დადებითი პასუხი ახლა მივიღეთ. ჩვენ, საჰაერო თავდაცვის სისტემა გვჭირდება. ჩვენი ქვეყნის ირგვლივ მრავალი რისკები არსებობს. ამიტომ ვალდებული ვართ ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცე დავიცვათ. ამერიკიდან   პატრიოტების შესყიდვის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება. ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი მხარის მიერ წამოყენებულ პირობებზე უპირობოდ დათანხმება შეუძლებელია, რა თქმა უნდა თურქეთსაც გააჩნია თავისი პირობები. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ იმ შემთხვევაში თუ შეთანხმება იქნება მიღწეული რა თქმა უნდა თურქეთის ინტერესების გათვალისწინებით, შევისყიდით. რაც შეეხება S-400-ის  შესყიდვას, ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია,“ განაცხადა ჩავუშოღლუმ.



მსგავსი ინფორმაციები