ერდოღან-ხანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
განიხილეს აქტუალური რეგიონალური საკითხები
1154771
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ თაიფ ერდოღანსა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრ იმრან ხანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციის თავმჯდომარის მიერ გავრცელებული წერილობითი განცხადებით, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იმრან ხანმა ტელეფონით დაურეკა პრეზიდენტ ერდოღანს და საუბრის დროს ყურადღება გაამახვილეს როგორც ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე პაკისტანსა და ინდოეთს შორის ბოლო დღეებში მიმდინარე დაძაბულ ვითარებაზე და საერთოდ აქტუალურ რეგიონალურ საკითხებზეც. ერდოღანმა მზადყოფნა გამოთქვა ინდოეთ-პაკისტანს შორის დესტაბილიზაციის განმუხტვის საკითხში, აღნიშნულია ამ განცხადებაში.