ერდოღანმა ერთ-ერთ კერძო ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა
ერდოღანი 31 მარის შემდეგ შესაძლოა ვაშინგტრონს ეწვიოს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ 31 მარტის შემდეგ შესაძლოა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით ჩავიდეს. შეგახსენებთ, რომ 31 მარტს თურქეთში მუნიციპალური არჩევნებია. პრეზიდენტმა ერდოღანმა გუშინ საღამოს ერთ-ერთ კერძო ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს დღის წესრიგი შეაფასა. მან, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ბოლოს გამართული სატელეფონო საუბრის დეტალებზეც ისაუბრა და დასძინა, რომ სატელეფონო საუბრის დროს ტრამპმა იგი, აშშ-ში მიიწვია. „მე, მას (ტრამპს) განვუცხადე, რომ მე თქვენ გელოდი. 31 მარის შემდეგ შეიძლება ვაშინგტონში ვიზიტი განხორციელდეს, ან კიდევ შესაძლოა ტრამპი ეწვიოს თურქეთს,“ განაცხადა ერდოღანმა. პრეზიდენტმა ინტერვიუს დროს სირიაში ჩამოსაყალიბებელი ბუფერული ზონის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა: „ბუფერული ზონის, ჩვენი სტრატეგიული პოლიტიკის გარდა სხვა მიზნით გამოყენებას თუ დააპირებენ, ჩვენ ამ საკითხს კატეგორიულად შევეწინააღმდეგებით. ვინაიდან, ჩვენი ქვეყნის საზღვრის გასწვრივ ბუფერული ზონა თუ ჩამოყალიბდება, მაშინ, მისი კონტროლიც ჩვენს ხელში უნდა იყოს.“ მან აფრინში, ჯერაბლუსიში და ელ-ბაბში დამყარებულ მშვიდობასა და სტაბილურობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი სიტუაცია საზღვრის გასწვრივ ტერიტორიებზეც უნდა შეიქმნას. პრეზიდენტმა ბოლოს მემბიჯის საგზაო რუკის შესახებ საუბრის დროს აღნიშნა: „უმოკლეს დროში მემბიჯი PYD/YPG-საგან უნდა გაიწმინდოს. ეს თურქეთის უსაფრთხოების მიზნით ძალზედ მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, PYD/YPG-ს მიერ მემბიჯში რეჟიმის ძალებთან შეთანხმებების გაფორმება, რომელიც ერთგვარი პროვოკაციებით არის მოცული. ჩვენ გარკვეული დროით დაველოდებით მოვლენების განვითარებას, მაგრამ, თუ არ მოგვარდება საკითხი, ჩვენ თვითონ ერთ მშვენიერ ღამეს შევალთ კიდევაც და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მიზნით საჭირო ყველა ნაბიჯებსაც გადავდგამთ.“
მსგავსი ინფორმაციები
თურქეთის გენერალური საკონსულო ალეპოში 13 წლის შემდეგ ისევ იხსნება
თურქეთის გენერალური საკონსულო სირიის სიდიდით მეორე ქალაქში ალეპოში 13 წლის შემდეგ ისევ იხსნება