თურქეთმა ევროპარლამენტის ანგარიში მკაცრად გააკრიტიკა

თურქეთმა ევროპარლამენტის ანგარიში მკაცრად გააკრიტიკა

1149485
თურქეთმა ევროპარლამენტის ანგარიში მკაცრად გააკრიტიკა

თურქეთმა, ევროპარლამენტის მიერ, მათი ქვეყნის მიმართ მომზადებული ანგარიში, რომელშიც ქვეყანა  არასამართლებრივად არის მოხსენიებული,  მკაცრად გააკრიტიკა  და მიუღებელი უწოდა. საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰამი აქსოიმ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია:  „ანგარიშის პროექტი, რომელიც არ არის იურიდიულად სავალდებულო, უაღრესად მიუღებელია და ეს,   ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების მოლაპარაკებების გაგრძელების ფორმალურ შეჩერებას ნიშნავს. აღნიშნული ანგარიში, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ არის მომზადებული, იურიდიულ ვალდებულებებს არ ექვემდებარება. მთავარი ანგარიში 11-12 ან  25-28 მარტს გასამართი სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი. ხოლო რაც შეეხება ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ მომზადებულ ამ ანგარიშს, მათი ჩვენი ქვეყნის მიმართ მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს. ამ ანგარიშის თაობასთან დაკავშირებით ჩვენ, შესაბამისი ნაბიჯები გადავდგით და სამომავლოდაც  გავაგრძელებთ. საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლის შემდეგ ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაციას, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც ვაწვდით. ამ ყველაფრის მიუხედავად ის გარემოებები, რომლებიც ჩვენს   მიმართ უარყოფითად არიან განწყობილი, ჩვენი ქვეყნის  საწინააღმდეგო პოზიციის დაკავებას აგრძელებენ. თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს.“



მსგავსი ინფორმაციები