პრეზიდენტმა ერდოღანმა დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა ერდოღანმა დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა ერდოღანმა დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აშშ-ს თუ სურს, რომ მათთან  მეგობრობა და მოკავშირეობა დაამტკიცოს, მაშინ,   ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია, FETÖ-ს ლიდერის თურქეთში ექსტრადაცია უნდა მოახდინოს. ერდოღანმა ერთ-ერთ კერძო ტელევიზიასთან მიცემულ ინტერვიუში დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. მან ინტერვიუს დროს,  2016 წლის 15 ივლისის გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული, FETÖ-ს ლიდერის მფარველობის გამო ამერიკა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. „ჩვენს ქვეყანაში FETÖ-ს შესახებ გამოტანილი განაჩენების შესახებ აშშ-ს 85 ფაილი გავუგზავნეთ. აშშ-ს გადასადგმელი ერთადერთი ნაბიჯი, მისი დეპორტაცია გახლავთ. გადადგას ეს ნაბიჯი და ჩვენც ნათლად დავინახოთ მათი  მეგობრობა. რადგან, აშშ ამ ნაბიჯს არ დგამს, ეს ჩვენს ქვეყნებს შორის დაძაბულობის წარმოქმნას იწვევს,“ განაცხადა ერდოღანმა.  პრეზიდენტმა ინტერვიუს დროს 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ბრალდებებსაც მკაცრად უპასუხა.  „მაკრონს ვუთხარი, რომ შენ პოლიტიკაში ჯერ ახალბედა ხარ. ეს ყველაფერი კარგად შეისწავლე. ახლა მე შენ ისტორიის გაკვეთილს გიტარებ. ჩვენს ისტორიაში გენოციდი არ არსებობს. სომხების მიმართ ჩვენს ქვეყანაში გენოციდი არასდროს განხორციელებულა. ამჟამადაც 100 ათასი სომეხი მოქალაქე გვყავს. ყველაფერი კარგად შეისწავლე,“ განაცხადა მან.  თურქეთის ლიდერმა დღის წესრიგთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებების დროს საუდელი ჟურნალისტის ჯემალ ხაშოგის მკვლელობის საკითხსაც შეეხო და დაამატა: „ჩვენს ხელთ არსებული ყველა მტკიცებულებები არ გადაგვიცია. ამ მკვლელობაში მონაწილეთაგან ერთ-ერთი: ‘მე კარგად შემიძლია დანაწევრება’,  აცხადებს. შემდეგ გავარკვიეთ, რომ ეს პირი პროზექტურაში მუშაობს. მაშინ როდესაც ეს ყველაფერი ნათელია, კიდევ რის გადაფარვას ცდილობენ. სხვა გამოსავალი არ არის, სიმართლე უნდა აღიარონ. მე კიდევ ერთხელ მოუწოდებ ყველას, ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიება იქნას დაწყებული.



მსგავსი ინფორმაციები