ერდოღანი: „სირიაში ბუფერული ზონა თურქეთმა უნდა გააკონტროლოს“
ერდოღანი: „სირიაში ბუფერული ზონა თურქეთმა უნდა გააკონტროლოს“
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიაში ჩამოსაყალიბებელი ბუფერული ზონის კონტროლი, თურქეთის ხელში უნდა იყოს. ერდოღანმა, სოჭში 14 თებერვალს გამართული სამთა სამიტის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნებისას თვითმფრინავში ჟურნალისტებთან საუბრის დროს მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, რუსეთი ბუფერული ზონის შექმნას დადებითად აფასებს. „ბუფერული ზონის თურქეთის კონტროლქვეშ ყოფნა, ეს იმას ნიშნავს, რომ თურქეთი ნებისმიერი სახის საფრთხის კონტროლს ადვილად შესძლებს. ბუფერული ზონა ტერ ორგანიზაცია, YPG/PKK-სთვის ერთგვარ ფარად არ უნდა გადაიქცეს რა, ამას ჩვენ არასოდეს დავუშვებთ. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი გადაწყვეტილება მტკიცეა. მდინარე ევფრატის აღმოსავლეთი ტერორისტებისგან უნდა გაიწმინდოს. ამ თვალსაზრისით ჩვენ სირიასთან 1998 წელს „ადანის მემორანდუმი“ გვაქვს გაფორმებული, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას მოიცავს. ამ თვალსაზრისით შესაბამისი უწყებები, აღნიშნული მემორანდუმის ჩვენ სასარგებლოდ გამოყენებისთვის ყველაფერს აკეთებენ. ჩვენ შესაბამისი ზომები მიღებული გვაქვს და ყველა სცენარისთვის მზად ვართ,“ განაცხადა ერდოღანმა. პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევებთან დაკავშირებით, რუსეთთან ერთად თუ რა სახის ზომები უნდა იქნას მიღებული ამაზეც ისაუბრა და დაამატა: „განვითარებული მოვლენების მიხედვით ყველა ზომები იქნება მიღებული. ამაში რუსეთთან ერთად, ერთობლივი ოპერაციაც შედის.“ პრეზიდენტმა ბოლოს რუსეთისგან შესასყიდი S-400-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის საკითხსაც შეეხო და დასძინა, რომ საკითხი გადაწყვეტილია და უკან დაბრუნება არ მოხდება რა, გადმოცემის თარიღის წინ გადმოწევაზე მუშაობენ.
მსგავსი ინფორმაციები
6 ოქტომბერს, თურქეთის მასშტაბით პალესტინის მხარდამჭერი მარშები გაიმართება
6 ოქტომბერს, თურქეთის მასშტაბით პალესტინის მხარდამჭერი მარშები გაიმართება