ჩავუშოღლუმ ვაშინგტონში მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა
ჩავუშოღლუმ ვაშინგტონში მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ სირიაში ტერ ორგანიზაცია, დაეში-ს ნარჩენების გაწმენდა და ამერიკის სამხედროების გაყვანა სისტემატურად და კოორდინირებულად უნდა განხორციელდეს. ჩავუშოღლუმ ვაშინგტონში, დაეში-ს წინააღმდეგ ჩამოყალიბებული 79 ქვეყნისგან შემდგარი კოალიციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრო, სადაც სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დაეში ერაყში დამარცხდა და სირიაში უკვე მათი ნარჩენების წმენდა მიმდინარეობს. „ამჟამად ყველაზე მთავარი საკითხი ის გახლავთ, რომ ეს ტერ ორგანიზაცია ხელმეორე არ გამოცოცხლდეს. ასევე ერაყსა და სირიას სტაბილურობის დამყარებისათვის შესაბამისი დახმარება გაუწიოთ. ამ თვალსაზრისით, დაეში-ს ნარჩენების გაწმენდა და ამერიკის სამხედროების სირიიდან გაყვანა სისტემატურად და კოორდინირებულად უნდა განხორციელდეს. ტერორისტებს არ უნდა მიეცეთ იმის შესაძლებლობა, როგორც სირიაში ასევე მეზონელი ქვეყნების სუვერენიტეტს შეუქმნან პრობლემა. თურქეთმა, სირიაში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი ოპერაციები განახორციელა და მათგან გაწმენდილ ტერიტორიებზე 100 ათასობით იძულებით მიგრაციაში წასულები დააბრუნა. თურქეთი, ერაყის და სირიის სტაბილურობისთვის ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს კიდეც,“ განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
მსგავსი ინფორმაციები
ნორვეგიამ თურქეთის მიმართა თავდაცვის ინდუსტრიის შეზღუდვები გააუქმა
ნორვეგიამ თურქეთის მიმართა თავდაცვის ინდუსტრიის შეზღუდვები გააუქმა