საბერძნეთის პრემიერმა ვიზიტი სტამბოლში განაგრძო
თურქეთში ვიზიტით მყოფმა საბერძნეთის პრემიერმინისტრმა ალექსის ციპრასმა აიასოფია მოინახულა
პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით თურქეთში ვიზიტით მყოფმა საბერძნეთის პრემიერმინისტრმა ალექსის ციპრასმა აიასოფია მოინახულა.
საბერძნეთის პრემიერი გუშინ ანკარაში გამართული ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ დელეგაციასთან ერთად სტამბოლში გაემგზავრა.
ციპრასმა ჰაია სოფია დილით მოინახულა. პრემიერ მინისტრს თან ახლდა პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაიმ ქალინი.
ვიზიტის შემდეგ ციპრასმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა:" აქ ყოფნით ბედნიერი ვარ"
ციპრასი ფენერის ბერძენთა პატრიარქ ბართლომეოს თანხლებით ჰეიბელიადაზე მდებარე სემინარიას ესტურმა და წირვას დაესწრო.
საბერძნეთის პრემიერმინისტრი საბერძნეთის გენერალურ საკონსულოში ასევე შეხვდება სტამბოლში მცხოვრებ ბერძენი თემის წარმომადგენლებს.
მსგავსი ინფორმაციები
პრეზიდენტი ერდოღანი: „სირიაში ოპოზიციის სამიზნე დედაქალაქი დამასკოა“
პრეზიდენტი ერდოღანი: „სირიაში ოპოზიციის სამიზნე დედაქალაქი დამასკოა“