ერდოღანი ამერიკას მოუწოდებს დადებული პირობა შეასრულოს

ერდოღანი ამერიკას მოუწოდებს დადებული პირობა შეასრულოს

1139257
ერდოღანი ამერიკას მოუწოდებს დადებული პირობა შეასრულოს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ამერიკას მოუწოდა მემბიჯის საკითხთან დაკავშირებით დადებული პირობა შეასრულოს. ერდოღანი დღეს პარლამენტში, სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) ფრაქციაზე სიტყვით გამოვიდა რა, აშშ-ს მოუწოდა, რომ ანკარასთან  მემბიჯის საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული რეგიონიდან  სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, YPG/PKK უნდა გაეყვანა და მათდამი დახმარება უნდა შეეწყვიტა, შეასრულოს. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ასევე კიდევ ერთხელ დააფიქსირა მათი, სირიის ტერიტორიული მთლიანობის და პოლიტიკური ერთიანობის პოზიცია. „ლეგიტიმურ სირიის ოპოზიციასთან მოლაპარკებებს ვაგრძელებთ. ასევე ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მათ შესაბამისი დახმარება გავუწიოთ. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ერთადერთი გამოსავალი, სირიაში ტერ ორგანიზაციებისადმი გაწეული დახმარება შეწყდეს. მდინარე ევფრატის აღმოსავლეთი და მემბიჯი, სირიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხები გახლავთ. ვიმედოვნებთ, რომ აშშ დადებულ პირობას შეასრულებს. აღნიშნული რეგიონის უსაფრთხოება თურქეთის კონტროლის ქვეშ ადგილობრივებს უნდა გადაეცეს. PKK-სა და  YPG-ს მიერ რეგიონის ხალხზე განხორციელებული ზეწოლა, ადგილობრივებს სამშობლოში დაბრუნებისგან თავის შეკავებაზე აიძულებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აფარებენ თავს. სამხედრო სამზადის გრძელდება. იმ შემთხვევაში თუ, აშშ დადებულ პირობას არ შეასრულებს, ჩვენ თვითონ მოვაგვარებთ ამ საკითხს და ამისათვის არავის წინაშეც არ ვიქნებით ვალდებული პასუხი ვაგოთ,“ განაცხადა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები