ერდოღანი დღეს 19:00 საათზე თრტ-ში გამოვა

იგი მნიშვნელოვან მესიჯებს გაავრცელებს

1137635
ერდოღანი დღეს 19:00 საათზე თრტ-ში გამოვა

 

პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი დღეს საღამოს თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT/თრტ-ს პოლიტიკურ პროგრამაში გამოვა და საერთაშორისო საზოგადოებრიობას  მნიშვნელოვან შეტყობინებებს გაუგზავნის.

როგორც ცნობილია, ერდოღანი ამავე დროს მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AK პარტიის) ლიდერიც არის და  მიმდინარე წლის 31 მარტისათვის დაგეგმილ ადგილობრივი არჩევნების მარათონის დაწყების ფარგლებში, იგი ძირითადად საარჩევნო კამპანიის პროცესზე და AK პარტიის მანიფესტის შესახებ ისაუბრებს.

გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენტი აქტუალურ საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებითაც მეტად საინტერესო და მნიშვნელოვან მესიჯებსაც გაავრცელებს.

ინტერვიუ ერდოღანთან დაიწყება ადგილობრივი დროით 19:00 საათზე და პირდაპირ იქნება ტრანსლირებული TRT-ს ყველა არხით



მსგავსი ინფორმაციები