ჩავუშოღლუ გაეროს სირიაში წარმომადგენელს შეხვდა

მათ სირიის საკითხი განიხილეს

1135034
ჩავუშოღლუ გაეროს სირიაში წარმომადგენელს შეხვდა

 

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურის ცნობით, ამ უწყების ხელმძღვანელი მევლუთ ჩავუშოღლუ, სირიის საკითხებში გაერო-ს სპეციალურ წარმომადგენელს, გეირ პედერსენს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფისში  შეხვდა.

დიპლომატიური წყაროების მიხედვით, ჩავუშოღლუმ და პედერსენმა ძირითადად, სირიაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს.

“ამავე შეხვედრაზე თურქმა დიპლომატმა ყველანაირი მხარდაჭერა აღუთქვა გაეროს ახალ დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს“, აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები