თურქეთი ბრაზილიას უსამძიმრებს

თურქეთი ბრაზილიას უსამძიმრებს

1133841
თურქეთი ბრაზილიას უსამძიმრებს

თურქეთი, გასული კვირის პარასკევ დღეს ბრაზილიაში, მინას-ჟერაისის შტატში სამთო ნარჩენების კაშხლის გარღვევის შედეგად დაღუპულების გამო ბრაზილიას სამძიმარს უცხადებს. საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „მინას-ჟერაისის შტატში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულების ოჯახებს, მთლიანად ბრაზილიის ხალხს  და მთავრობას სამძიმარს ვუცხადებთ.“

ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მინას-ჟერაისის შტატში სამთო ნარჩენების კაშხლის გარღვევის შედეგად ბოლო მონაცემებით 40 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 300 ადამიანი კი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.



მსგავსი ინფორმაციები