ფაჰრეთთინ ალთუნმა გუშინ ერაყის ჩრდილოეთში განხორციელებული თავდასხმის შესახებ განცხადება გააკეთა

ფაჰრეთთინ ალთუნმა გუშინ ერაყის ჩრდილოეთში განხორციელებული თავდასხმის შესახებ განცხადება გააკეთა

1133739
ფაჰრეთთინ ალთუნმა გუშინ ერაყის ჩრდილოეთში განხორციელებული თავდასხმის შესახებ განცხადება გააკეთა

თურქეთის პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთთინ ალთუნმა,  გუშინ ერაყის ჩრდილოეთში თურქეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილ  სამხედრო ბაზაზე სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, PKK-ს მიერ განხორციელებული პროვოკაციული თავდასხმის შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თავდასხმა სამოქალაქოებში შერეული ტერორისტების მიერ იქნა განხორციელებული, რომლის მიზანიც, თურქ სამხედროებსა და ადგილობრივებს შორის შუღლის ჩამოგდებას ემსახურება.  მან ამის შესახებ შეფასება, საინფორმაციო სააგენტო, Bloomberg-თან ინტერვიუს დროს განაცხადა. ალთუნმა თავის განცხადებაში ასევე დასძინა, რომ მომხდარის შედეგად არცერთი სამოქალაქო არ დაღუპულა რა, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბაზის ირგვლივ სამოქალაქოების დასაცავად შესაბამისი ზომები მიიღო. ფაჰრეთთინ ალთუნმა ინტერვიუს დროს იმაზეც გაამახვილა ყურადღება თუ PKK მომხდარის შესახებ სოციალური ქსელების მეშვეობით როგორ დეზინფორმაციას ავრცელებდა. პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბოლოს ისიც აღნიშნა, რომ სამხედრო ბაზაზე და იქ მომუშავე სამხედრო პერსონალის უსაფრთხოების მიზნით შესაბამისი ზომები უკვე მიღებულია.



მსგავსი ინფორმაციები