მევლუთ ჩავუშოღლუ ნეჩირვან ბარზანის ტელეფონით ესაუბრა

მევლუთ ჩავუშოღლუ ნეჩირვან ბარზანის ტელეფონით ესაუბრა

1133728
მევლუთ ჩავუშოღლუ ნეჩირვან ბარზანის ტელეფონით ესაუბრა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ,  ჩრდილოეთ ერაყის ქურთული ადმინისტრაციის პრემიერმინისტრ, ნეჩირვან ბარზანის ტელეფონით ესაუბრა. დიპლომატიური წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ჩრდილოეთ ერაყის ქურთული ადმინისტრაციის პრემიერმინისტრ, ნეჩირვან ბარზანიმ ჩავუშოღლუს განუცხადა, რომ გუშინ ერაყის ჩრდილოეთში სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, PKK-ს მიერ განხორციელებული პროვოკაციული თავდასხმის მიმართ გამოძიება უკვე დაიწყო. საკითხთან დაკავშირებით გუშინ,  თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ერაყის ჩრდილოეთში თურქეთის შეიარაღებული ძალების ბაზაზე სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, PKK-ს მიერ განხორციელებული პროვოკაციული თავდასხმის შედეგად რამდენიმე შენობა და საწყობები დაზიანდა. სამინისტრომ თავის განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ მომხდარის შედმეგ შესაბამისი ზომები მიღებულ იქნა.



მსგავსი ინფორმაციები