ანტიტერორისტული ბრძოლა გრძელდება

ბოლო 1 კვირაში 43 სეპარატისტი იქნა ლიკვიდირებული

1133632
ანტიტერორისტული ბრძოლა გრძელდება

 

თურქეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებს ანტიტერორისტულ ბრძოლას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც.

თავდაცვის სამინისტროს პრეს სამსახურმა ბოლო 1 კვირის ანტიტერორისტული ბრძოლის ანგარიში გამოაქვეყნა და მისი მიხედვით, სამხრეთ აღმოსავლეთ ანატოლიასა და ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორიაზე წარმოებული სამხედრო ოპერაციების დროს ლიკვიდირებულ იქნა სულ 43 ტერორისტი, მათ შორის რამდენიმე საველე მეთაური, ხოლო ამის პარალელურად ქვეყნის შიგნით განადგურებულ იქნა 38 საცეცხლე წერტი, რამდენიმე თავშესაფარი, ბუნკერი და არსენალი.

ამავე ინფორმაციით, თურქი ჯარები სირიის ჩრდილოეთშიც აგრძელებენ “ზეთისხილის რტოს“ სახელწოდების ანტიტერორისტულ ოპერაციას, რომლის ფარგლებში მთლიანობაში განეიტრალებულია 4608 სეპარატისტი, ხოლო განაღმულ იქნა 299 ბომბი და 1684 ხელნაკეთი ბომბი



მსგავსი ინფორმაციები