ჩავუშოღლუ სტამბოლელ ახალგაზრდებს შეხვდა

“დასავლეთი ხაშოგის მკვლელობის დაფარვას ცდილობს“

1130850
ჩავუშოღლუ სტამბოლელ ახალგაზრდებს შეხვდა

 

საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ დღეს სტამბოლში მიმდინარე და დიდქალაქის მერიის მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ ასამბლეაზე გამოვიდა სიტყვით და შეეხო რა საუდის არაბეთელი ჟურნალისტის, 2 ოქტომბერს ჯემალ ხაშოგის სტამბოლის საელჩოში მკვლელობის საკითხს, თქვა, რომ დასავლეთის ქვეყნები თავიანთი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, ცდილობენ ამ მკვლელობის მიჩქმალვას და საქმის დახურვას, ხოლო მის საწინააღმდეგოდ ანკარამ ყველას გაუზიარა ხელთ არსებული  მტკიცებულებები. “რაც შეეხება მკვლელებს, ისინი საუდის არაბეთში არიან. ჩვენ უკვე დავიწყეთ სამზადისი ამ საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების დაწყებისათვის. თანაც, სწორედ ჩვენი ზეწოლის შედეგად აღიარა საუდის არაბეთმა ეს მკვლელობა“, აღნიშნა ჩავუშოღლუმ. იგი შეეხო სირიის საკითსაც და თქვა, რომ თურქეთის პოლიტიკა ამ ქვეყანაში  ძალიან ნათელია, სურთ მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება, როცა ზოგიერთი ქვეყნები ფარულ პოლიტიკას აწარმოებენ და ერთის მხრივ სირიიდან თავიანთი ჯარების გადაწყვეტილებას იღებენ, ხოლო მეორეს მხრივ სირიაში მოქმედ ქურთ ტერორისტებს ყველანაირ დახმარებებს უჩენენ



მსგავსი ინფორმაციები