ჩავუშოღლუმ მემბიჯში მომხდარი თავდასხმის შესახებ პირველი განცხადება გააკეთა

ჩავუშოღლუმ მემბიჯში მომხდარი თავდასხმის შესახებ პირველი განცხადება გააკეთა

1127851
ჩავუშოღლუმ მემბიჯში მომხდარი თავდასხმის შესახებ პირველი განცხადება გააკეთა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოფიციალური ვიზიტით ანკარაში მყოფ,  მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ნიკოლა დიმიტროვთან გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს სირიის მემბიჯის რეგიონში გუშინ მომხდარი თავდასხმის შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ  მსგავსი თავდასხმები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ვერ შეაფერხებს. „ჩვენ ყოველგვარი ტერორის წინააღმდეგი ვართ. ასევე მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში. მსგავსმა  თავდასხმებმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა არ უნდა შეაფერხოს,“ განაცხადა ჩავუშოღლუმ. მინისტრმა პრესკონფერენციის დროს სირიაში ჩამოსაყალიბებელი ბუფერული ზონის შესახებაც ისაუბრა და დასძინა, რომ როგორც ამ საკითხთან ასევე, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში აშშ-სთან მოლაპარაკებებს აგრძელებენ. მისივე თქმით, ეს ორივე საკითხი სირიელი მიგრანტების სამშობლოში დაბრუნების თვალსაზრისით ძალზედ მნიშვნელოვანი თემაა.  შეგახსენებთ, რომ მემბიჯში გუშინ მომხდარი თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 ამერიკელი სამხედრო.



მსგავსი ინფორმაციები