ერდოღანმა მემბიჯში მომხდარი თავდასხმა შეაფასა

ერდოღანმა მემბიჯში მომხდარი თავდასხმა შეაფასა

1127258
ერდოღანმა მემბიჯში მომხდარი თავდასხმა შეაფასა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით,  სირიის მემბიჯის რეგიონში განხორციელებული თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ხუთი ამერიკელი სამხედრო. ერდოღანმა ოფიციალური ვიზიტით ანკარაში მყოფ ხორვატიის პრეზიდენტ,  კოლინდა გრაბარ კიტაროვიჩთან  გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს მემბიჯში მომხდარი თავდასხმა შეაფასა და განაცხადა: „მე ნათლად დავინახე, რომ აშშ-ს პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს სირიიდან  სამხედროების გაყვანასთან დაკავშირებით მტკიცე გადაწყვეტილება აქვს მიღებული. ვიმედოვნებ, რომ ეს ტერორისტული თავდასხმები, სამხედროების გაყვანას არ შეაფერხებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტერ ორგანიზაცია დაეში-ს გამარჯვება იქნება. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას გავაგრძელებთ. რათა, ისინი ანუ, დაეში იმ ტერიტორიებზე დავამარცხოთ.“



მსგავსი ინფორმაციები