როდის შეხვდება ერდოღანი პუტინს?

ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1126200
როდის შეხვდება ერდოღანი პუტინს?

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიაში ბუფერული ზონის შექმნის პროექტში სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, პკკ-ს სირიის ფრთა, YPG არ მიიღებს მონაწილეობს. ერდოღანმა ამის შესახებ პარლამენტში ფრაქციის წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ზემოთ ხსენებული ინიციატივა,  (ბუფერული ზონა) აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას პერიოდშიც წამოაყენეს მათ. მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს ისიც აღნიშნა, რომ ბუფერული ზონის შემქმნის შემთხვევაში, საბინაო განვითარების ადმინისტრაციის (TOKİ) მხრიდან ლოგისტიკური მხარდაჭერის გაწევით მიგრაციის შეჩერებაც იქნება შესაძლებელი. თურქეთის პრეზიდენტმა ბოლოს ისიც აღნიშნა, რომ სირიის საკითხთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან და ირანის პრეზიდენტ, ჰასან რუჰანისთან შეხვედრა დღის წესრიგში აქვთ რა, სავარაუდოდ რუსეთში ვიზიტი ამა თვის 23 რიცხვში განხორციელდება.



მსგავსი ინფორმაციები