ჩავუშოღლუ-პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
ჩავუშოღლუ-პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თავის ამერიკელ კოლეგა, მაიკ პომპეოს ტელეფონით ესაუბრა. აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, რობერტ პალადინომ გუშინ განხორციელებული სატელეფონო საუბრის შესახებ წერილობითი განცხადება გაავრცელა. პალადინოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩავუშოღლუ-პომპეოს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, აშშ-ს მხრიდან სირიიდან სამხედროების გაყვანის საკითხი იქნა განხილული. „სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, აშშ-ს ტერ ორგანიზაცია, დაეში-ს წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში კოალიციის ძალებთან თანამშრომლობაზე და თურქეთის სირიის საზღვართან მიმართებაში უსაფრთხოების საკითხის ვალდებულებების შესრულების თაობაზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი,“ ნათქვამია პალადინოს მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში. ორი ქვეყნის დიპლომატმა სატელეფონო საუბრის დროს კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ აშშ და თურქეთი, სირიიდან ამერიკული სამხედროების გაყვანის საკითხში კოორდინირებულად იმუშავებენ.
მსგავსი ინფორმაციები
ნორვეგიამ თურქეთის მიმართა თავდაცვის ინდუსტრიის შეზღუდვები გააუქმა
ნორვეგიამ თურქეთის მიმართა თავდაცვის ინდუსტრიის შეზღუდვები გააუქმა