ჰულუსი აქარმა ჯოზეფ დანფორდი მიიღო
ჰულუსი აქარმა ჯოზეფ დანფორდი მიიღო



თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა ანკარაში მყოფი, აშშ-ს შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსი, გენერალი ჯოზეფ დანფორდი მიიღო. შეხვედრას თურქეთის გენშტაბის უფროსი, იაშარ გიულერიც ესწრებოდა. შეხვედრასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „შეხვედრაზე სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, PKK/YPG-სათვის მიცემული იარაღების ჩაბარების და დაეში-ს ჩათვლით ყველა ტერ ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განვიხილეთ. შეხვედრაზე ასევე მემბიჯის საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების დაუყონებლივ აღსრულება და ამ რეგიონის ტერ ორგანიზაცია, PKK/YPG-სგან გაწმენდა იქნა განხილული,“ ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მეორეს მხრივ, ჰულუსი აქარმა თავის მოპასუხეებს გუშინ კიდევ ერთხელ მტკიცედ განუცხადა, რომ თურქეთი მისი ქვეყნის სუვერენიტეტისათვის საჭირო ყველა ზომებს მიიღებს.