ანკარას დღეს ამერიკელი მაღალჩინოსნები ესტუმრებიან
განხილულ იქნება ამერიკული ძალების სირიიდან გაყვანის და მენბიჩის საკითხები

თურქეთი, დღეს, აშშ-დან მნიშვნელოვან სტუმრებს მიიღებს. დღევანდელ ამერიკულ დელეგაციაში შედიან აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯონ ბოლტონი, აშშ-ს გენერალური შტაბის უფროსი ჯორჯ დანფორდი და სირიის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს ჯეფრი.
აშშ-ის დელეგაციის ორდღიანი ვიზიტის დროს ძირითადად, სირიიდან ამერიკული სამხედროების გაყვანისა და ტერორისტული ორგანიზაციის DAESH-ის წინააღმდეგ ბრძოლა განიხილება.
თუმცა, ანკარა ვაშინგტონს ქურთული ტერ ორგანიზაცია YPG / PKK-თვის გადაცემული მძიმე იარაღის ჩამორთმევის საკითხსაც დააყენებს დღის წესრიგში.
რაც შეეხება Munbic-ის საკითხს, თურქეთი ამ ქალაქიდან სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია YPG / PKK-ს გაყვანას და საგზაო რუკის განხორციელებას მოსთხოვს.
მსგავსი ინფორმაციები

ჰაქან ფიდანი G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
ჰაქან ფიდანი G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას