ბართლომეოსმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსს ხელი მოაწერა
სტამბოლში ვაჰდეთინის სასახლეში ერდოღან-პოროშენკოს შეხვედრა გაიმართა
1119818
ფენერის ბერძენმა პატრიარქმა (მსოფლიო პატრიარქი) ბართლომეოსმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსს ხელი მოაწერა. ტომოსზე ხელის მოწერის საზეიმო ცერემონია სტამბოლში გაიმართა, რომელსაც უკრაინელ სასულიერო პირებთან ერთად, ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ოჯახთან ერთად და მთავრობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მეორეს მხრივ ტომოსის ხელმოწერის საზეიმო ცერემონიალზე დასწრების მიზნით სტამბოლში მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა თავის თურქ კოლეგა, რეჯეფ თაიფ ერდოღანსაც შეხვდა. ვაჰდეთინის სასახლეში გამართული ერდოღან-პოროშენკოს პირისპირი, პრესისათვის დახურული შეხვედრა 1 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა.
მსგავსი ინფორმაციები
ერდოღანი: ჩვენ გვაქვს სრული ნდობა და მხარდაჭერა საშუალოვადიანი პროგრამის მიმართ
ერდოღანი: ჩვენ გვაქვს სრული ნდობა და მხარდაჭერა საშუალოვადიანი პროგრამის მიმართ