თურქეთმა მაიკ პომპეოს განცხადება მკაცრად დაგმო

"ტერ ორგანიზაცია, PYD/YPG-ს ტერორისტების ქურთებთან გაიგივება შემაშფოთებელია"

1119430
თურქეთმა მაიკ პომპეოს განცხადება მკაცრად დაგმო

თურქეთმა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიერ თურქეთის, სირიასთან კავშირის შესახებ გაკეთებული განცხადება დაგმო. საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, YPG/PKK-ს,  აშშ-ს მხრიდან სხვა ტერ ორგანიზაცია, DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლაში მოკავშირედ აღქმას მკაცრად ვგმობთ. თურქეთი სირიელი ქურთების უფლებების დაცვას გააგრძელებს. ტერ ორგანიზაცია, PYD/YPG-ს ტერორისტების ქურთებთან გაიგივება შემაშფოთებელია.“ მაიკ პომპეომ ამერიკულ ტელეარხ  NewsMax-სათვის  მიცემულ ინტერვიუში, პრეზიდენტ ტრამპის, სირიიდან სამხედროების გაყვანის გადაწყვეტილების შეფასებისა განაცხადა: „თურქების მხრიდან სირიაში  ქურთებზე თავდასხმის აღსაკვეთად ყველაფერს გავაკეთებთ. ეს ამერიკის ერთ-ერთი მთავარი მისიაა.“



მსგავსი ინფორმაციები