ანკარას ამერიკული დელეგაცია სტუმრობს
განიხილავენ გულენის ექსტრადაციის საკითხებს
თურქეთში მიმდინარე ფეტოს ტერორისტული ორგანიზაციის გამოძიების პროცესის დეტალურად გაცნობისა და ამ ორგანიზაციის ლიდერის, აშშ-ს პენსილვანიაში მცხოვრები ფეტულაჰ გულენის თურქეთისათვის ექსტრადაციის საკითხის განხილვის ფარგლებში ანკარას ეწვია აშშ-ს დელეგაცია, რომლის ზოგიერთი წევრები, უფრო კონკრეტულად კი, ამ დელეგაციაში შემავალი ფედერალური გამოძიების ბიუროს თანამშრომლები, გუშინ ანკარაში მოქმედ იუსტიციის სახლში მივიდნენ და 2 ფეტოელის გასამართლების პროცესს დაესწრნენ, რის შემდეგაც ორი ქვეყნის დელეგაციის წევრებმა 11 საათიანი ერთობლივი მუშაობა გამართეს. ამით ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის ფეტოს საკითხში პირისპირი შეხვედრისა და მოლაპარაკებების რაოდენობამ ექვსს მიაღწია
მსგავსი ინფორმაციები
თურქეთის გენერალური საკონსულო ალეპოში 13 წლის შემდეგ ისევ იხსნება
თურქეთის გენერალური საკონსულო სირიის სიდიდით მეორე ქალაქში ალეპოში 13 წლის შემდეგ ისევ იხსნება