Rassdnews-მა პრეზიდენტი ერდოღანი „წლის გამორჩეულ მსოფლიო ლიდერად“ დაასახელა

ერდოღანი მედია ქსელის Rassdnews-ის მხრიდან ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით „წლის გამორჩეულ მსოფლიო ლიდერად“ დასახელდა

1116993
Rassdnews-მა პრეზიდენტი ერდოღანი „წლის გამორჩეულ მსოფლიო ლიდერად“ დაასახელა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მედია ქსელის Rassdnews-ის მხრიდან ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით „წლის გამორჩეულ მსოფლიო ლიდერად“ დასახელდა.  

არაბულ სამყაროში საკმაოდ გავლენიანმა Rassdnews-მა „2018 წელში მსოფლიოს ყველაზე გამორჩეული პიროვნებების“ სახელწოდების გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა.

მედია ქსელის Rassdnews-ის გამოკითხვაში მონაწილე 300 ათასამდე ადამიანის 77%-მა პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 2018 წლის „ყველაზე გამორჩეულ მსოფლიო ლიდერად“ დაასახელა.

სიაში მეორე ადგილი 52%-ით ეგვიპტის ყოფილმა პრეზიდენტმა მუჰამედ მურსიმ დაიკავა, რომელიც გადატრიალების გზით ჩამოაგდეს.

გამოკითხვის სიაში ასევე შესული იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რუსეთის სახელმწიფოს მეთაური ვლადიმერ პუტინი და საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზი.  

ასევე კენჭისყრაში „2018 წლის ყველაზე აშკარა მოვლენად“ სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა დასახელდა.

ეგვიპტეში 2011 წლის 25 იანვარს შექმნილი მედია ქსელი Rassdnews არაბულ ენაზე მაუწყებლობით განსაკუთრებით გავრცელებულია არაბულ სამყაროში.

Rassdnews-ი ეგვიპტის თაოსნობით ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოში გავრცელებული მოვლენების შესახებ ინფორმაციებს არაბულ სამყაროში მილიონობით მკითხველს აწვდის.  



მსგავსი ინფორმაციები