თურქეთმა ისრაელის გადაწყვეტილება დაგმო

თურქეთმა ისრაელის ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დაგმო

1114944
თურქეთმა ისრაელის  გადაწყვეტილება დაგმო

თურქეთმა, ისრაელის მიერ ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე არაკანონიერი დასახლებებში დამატებითი ახალი საცხოვრებლების აგების თაობაზე მიღებული გადაწყვტილება დაგმო. საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „მკაცრად ვგმობთ ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის მიერ 2200  ახალი საცხოვრებლის მშენებლობაზე თანხმობის გაცემას.  პალესტინელი ხალხის უფლებების დამრღვევი ამ გადაწყვეტილებებისათვის წინააღმდეგობის გაწევა, სამართლებრივი და სინდისიერი პასუხისმგებლობაა. საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებთ შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.“  გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელმა 1967 წლიდან დღემდე ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 250-მდე,   აღმოსავლეთ იერუსალიმში კი 18 ებრაელებით დასახლებული პუნქტი შექმნა.



მსგავსი ინფორმაციები