თურქეთის დელეგაცია შაბათ დღეს რუსეთში მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს

თურქეთის დელეგაცია შაბათ დღეს რუსეთში მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს

1114406
თურქეთის დელეგაცია შაბათ დღეს რუსეთში მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს

თურქეთის მმართველი,  სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) პრესსპიკერმა ომერ ჩელიქმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი,  ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ჰაქან ბიდანი და პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალინი შაბათ დღეს რუსეთს ეწვევიან. ჩელიქის თქმით,  თურქეთის დელეგაცია რუსეთში, სირიის საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავენ. „აღნიშნული შეხვედრების შემდეგ შესაძლოა, პრეზიდენტებს,  ერდოღანსა და პუტინს შორისაც გაიმართოს შეხვედრა. ირანთან და რუსეთთან დიპლომატიური  ურთიერთობები  გახშირდება, როგორც  ასტანის პროცესის გარანტორები.  უახლოეს ხანებში აშშ-ს, სირიიდან სამხედროების გაწვევის შემდეგ, თურქეთი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში მოკავშირეებთან გეგმების  გაზიარებას გააგრძელებს,“ განაცხადა ომერ ჩელიქმა.



მსგავსი ინფორმაციები