ომერ ჩელიქმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ომერ ჩელიქმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1114308
ომერ ჩელიქმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

სამართლიანობის და განვითარების პარტიის პრესსპიკერმა ომერ ჩელიქმა პარტიის ცენტრალურ ოფისში დღის წესრიგთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთა, რა დროსაც განაცხადა, რომ ისრაელის იუსტიციის მინისტრ თურქეთის პრეზიდენტის შესახებ შეფასებების გაკეთების უფლება არ გააჩნია მას. მისი თქმით, აღნიშნული პირი  პალესტინელი დედების მკვლელობის მოწოდების გამკეთებელი გახლავთ. „ჩვენი პრეზიდენტის შესახებ ‘ანტი ებრაული’ განწყობისაა, განცხადებების გაკეთება,  სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება. ჩვენი პრეზიდენტი მსოფლიოში ყველაზე მეტად ანტისემიტური განწყობის ლიდერი გახლავთ. ამ თვალსაზრისით პრეზიდენტი ერდოღანი ისლამურ სამყაროშიც გამორჩეული ლიდერია რა, მის მიმართ ანტი ებრაული განწყობის პირად შეფასებას არ ვეთანხმებით,“ განაცხადა ჩელიქმა. სამართლიანობის და განვითარების პარტიის პრესსპიკერმა ზოგიერთი წრეების მიერ ქურთების მიმართ, თურქეთის დამოკიდებულებების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა: „თურქეთის რესპუბლიკის ლეგალური დამოკიდებულება ქურთების წინააღმდეგ გამოსვლა არ არის. არამედ, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ტერორისტების წინააღმდეგ ვიბრძვით. ისრაელის და სხვა ზოგიერთი წრეების მიერ გაკეთებული განცხადებები კი ახლო აღმოსავლეთში  ხალხებს შორის შუღლის ჩამოგდებას ემსახურება.“

 



მსგავსი ინფორმაციები