თურქეთმა ერაყის ქალაქ მოსულის დაბა ტელაფერში მომხდარი ტერაქტი დაგმო

თურქეთმა ერაყის ქალაქ მოსულის დაბა ტელაფერში მომხდარი ტერაქტი დაგმო

1113689
თურქეთმა ერაყის ქალაქ მოსულის დაბა ტელაფერში მომხდარი ტერაქტი დაგმო

თურქეთმა ერაყის ქალაქ მოსულის დაბა ტელაფერში მომხდარი ტერაქტი დაგმო.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „მწუხარებას გამოვთქვამთ მოსულის პროვინციის დაბა ტელაფერში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულებისა და დაშავებულების გამო. მკაცრად ვგმობთ ამ ვერაგულ თავდასხმას. ტელაფერელი თურქმენების თაოსნობით მთლიანად ერაყელ ხალს სამძიმარს ვუცხადებთ, დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. თურქეთი, ერაყის ტერორთან ბრძოლასა და ქვეყანაში საბოლოო მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების მცდელობის მხარდაჭერას გააგრძელებს.“

ტელაფერის ცენტში, რომელიც უმთავრესად თურქმენებით არის დასახლებული, ბომბით დანაღმული მანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაიჭრა.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ერაყი , #ტერაქტი

მსგავსი ინფორმაციები