თურქეთი ინდონეზიას სამძიმარს უცხადებს

თურქეთი ინდონეზიას სამძიმარს უცხადებს

1112332
თურქეთი ინდონეზიას სამძიმარს უცხადებს

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავჯდომარე, ბინალი ილდირიმი ინდონეზიაში მომხდარი ცუნამის გამო ამ ქვეყანას სამძიმარს უცხადებს. ილდირიმი ზონდის სრუტეში მომხდარი ცუნამის შედეგად მომხდარი უბედურების გამო სამძიმრის მესიჯს ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია: „ზონდის სრუტეში მომხდარი ცუნამის შედეგად დაღუპულების გამო მათ ოჯახებს და მთლიანად ინდონეზიის ხალხს სამძიმარს ვუცხადებთ, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. თურქეთი როგორც სხვა ქვეყნების ასევე, მეგობარი ინდონეზიის გვერდითაა რა, მომართვის შემთხვევაში შესაბამის დახმარების გაწევისთვის ყოველთვის მზად არის.“ შეგახსენებთ, რომ ინდონეზიაში ზონდის სრუტეში მომხდარი ცუნამის შედეგად ბოლო მონაცმებით 280-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.  



მსგავსი ინფორმაციები