შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო ერთი კვირის ანტიტერორისტული ოპერაციების მონაცემებს აქვეყნებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო ერთი კვირის ანტიტერორისტული ოპერაციების მონაცემებს აქვეყნებს

ბოლო ერთი კვირის მანძილზე ჩატარებული შიდა უსაფრთხოების ოპერაციების შედეგად 12 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული, მათ შორის ერთი ლიდერთაგანი. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17-24 დეკემბერს ქვეყნის შიგნით ჩატარებულ ოპერაციებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც შიდა უსაფრთხოების ფარგლებში 2442 ოპერაცია ჩატარდა. ოპერაციების ფარგლებში სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, PKK-ს 192, ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია, FETÖ-ს 450, დაეში-ს 17 და სხვა მემარცხენე ტერ ორგანიზაციების წევრობაში ბრალდებული 15 ადამიანი იქნა დაკავებული. მეორეს მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, თუნჯელიში, ოვაჯიქის რაიონში ერთ-ერთ გამოქვაბულში თავშეფარებული ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაციები ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.