ჩავუშოღლუ: „ბენიამინ ნეთანიაჰუ YPG/PKK-ს მსგავსად ბავშვების მკვლელია“

ჩავუშოღლუ: „ბენიამინ ნეთანიაჰუ YPG/PKK-ს მსგავსად ბავშვების მკვლელია“

1112687
ჩავუშოღლუ: „ბენიამინ ნეთანიაჰუ YPG/PKK-ს მსგავსად ბავშვების მკვლელია“

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ  სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, YPG/PKK-ს მსგავსად ბავშვების მკვლელია. ჩავუშოღლუმ ტუნისში ვიზიტის დროს ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა რა, ნეთანიაჰუს მხრიდან თურქეთის მიმართ გაკეთებული განცხადებები შეაფასა. „ნეთანიაჰუ ბოლო დროს ცოტა შეწუხებულია, რადგან გაიგო, რომ სირიის დანაწევრებას ვერ შესძლებს. ნეთანიაჰუ სირიაში სეპარატისტულ ტერ ორგანიზაცია, YPG/PKK-სთან ერთად ქვეყნის დანაწევრებას აპირებდა. მათი ეს გეგმები ჩაიშალა. PKK-სა და ნეთანიაჰუს საერთო კი ის გახლავთ, რომ ორივენი ბავშვების მკვლელები არიან,“ განაცხადა ჩავუშოღლუმ.  თურქმა დიპლომატმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლული ჟურნალისტის ჯემალ ხაშოგის საკითხზეც ისაუბრა და დასძინა: „თურქეთი ჯემალ ხაშოგის მკვლელობის საკითხის დეტალურად გამოძიებას აგრძელებს. ასევე  საკითხის, გაეროს უშიშროების საბჭოზე გასატანად ვემზადებით. ჯემალ ხაშოგის მკვლელები და მისი ცხედარის დამნაწევრებელნი საუდის არაბეთში იმყოფებიან.  მისი მკვლელობის ბრძანების გამცემელნიც ასევე, საუდის არაბეთში იმყოფებიან. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.“



მსგავსი ინფორმაციები