ეროვნული თავდაცვის პროექტები 13

აღმასრულებელ პროგრამებში თავდაცვის ინდუსტრია

1111263
ეროვნული თავდაცვის პროექტები 13

აღმასრულებელ პროგრამებში თავდაცვის ინდუსტრია

თურქეთში 2018 წლის 24 ივნისს, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ერთდროულად ჩატარდა. ადრე, 2017 წლის 16 აპრილს ჩატარებული რეფერენდუმით საპრეზიდენტო სისტემა დამტკიცდა. ახალმა სისტემამ საჯარო სექტორში მრავალი ცვლილებებიც დანერგა.  ზოგიერთი სამინისტროები გაერთიანდა. ზოგიერთი სახელმწიფო დაწესებულებები პრეზიდენტის ინსტიტუტის დაქვემდებარებაში გადავიდა. ამ თვალსაზრისით, თავდაცვის მრეწველობის სამმართველოს სახელი შეეცვალა და  თავდაცვის მრეწველობის დირექტორადად  გადაკეთდა რა, პრეზიდენტის ინსტიტუტის დაქვემდებარებაში გადავიდა. მეორეს მხრივ ახალი სისტემის ფარგლებში საპრეზიდენტო კაბინეტის 100 დღიანი სამოქმედო გეგმაც გამოცხადდა, რომელიც 400-ზე მეტი პროექტის განხორციელებას ითვალისწინებდა. პირველი 100 დღიანი სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დასრულდა.

თემასთან დაკავშირებით თურქეთის Harb-İş კონფედერაციის სასწავლო განყოფილების უფროსის, თარქან ზენგინის შეფასებებს გთავაზობთ...

თავდაცვის სფეროში განსახორციელებელ პროექტებს, თავდაცვის მრეწველობის დირექტორატი ახორციელებს. 100 დღიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული პროექტების თვალსაზრისით ეს სექტორი პირველ ადგილზეა. 2018 წლის 13 დეკემბერს გამოცხადებული, მეორე 100 დღიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში 24 მილიარდი ლირის ღირებულების 454 პროექტი უნდა განხორციელდეს.  როგორც პირველი 100 დღიანი ასევე, მერე 100 დღიანი სამოქმედო პროგრამის ფარგლებშიც თავდაცვის ინდუსტრია 52 პროექტით პირველ ადგილზეა. პროგრამების გაცნობითი ღონისძიებების ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას ეროვნული წარმოების ვერტმფრენი დაანონსა. პრეზიდენტის განცხადებით, საერთო დანიშნულების ვერტმფრენებზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით შექმნილი T625 ტიპის ვერტმფრენი მისიას, Gökbey-ს სახელით შეასრულებს, რომელსაც 14 ადამიანის გადაყვანა შეუძლია. აღნიშნული ვერტმფრენის სერიული წარმოება 2021 წელს დაიწყება.

თავდაცვის სფეროში 100 დღიანი 52 სამოქმედო გეგმა

საპრეზიდენტო  კაბინეტს 100 დღიან მოკლე დროში, თავდაცვის სფეროში 52 სამოქმედო გეგმა აქვს შესასრულებელი. რომ დავფიქრდეთ მათი ჩამოთვლაც კი რთულია. T129 ATAK-ის ტიპის პირველი  ვერტმფრენი, თურქეთის შეიარაღებული ძალების მოიერიშე ვერტმფრენის ფუნქციას შეასრულებს. აღნიშნული ვერტმფრენი მსოფლიოს მასშტაბით თავის კლასში ყველაზე ეფექტური თავდასხმის ვერტმფრენია. ეროვნული წარმოების ვერტმფრენიდან 30 ცალის პაკისტანზე მიყიდვასთან დაკავშირებით ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. გასულ წელს, ეროვნული ვერტმფრენის, ეროვნული წარმოების ძრავის დამზადების პროექტიც დაიწყო. ვერტმფრენს გაზის გენერატორი, ენერგეტიკული ტურბინები და სხვა ყველა საჭიროება გააჩნია.

 

ჯავშანტექნიკასა და ტანკებთან დაკავშირებული მიზნები

თავდაცვის მრეწველობის სამმართველომ,  დღევანდელობასთან შესაფერისი ადგილობრივი წარმოების ტანკების წარმოებასთან დაკავშირებით უახლოეს წარსულში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. 2018 წლის 9 ნოემბერს ადგილობრივი წარმოების ტანკ „Altay“-ს სერიულ წარმოებასთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც 250 ერთეული ტანკი უნდა იქნეს წარმოებული. პირველი ტანკის სახმელეთო ძალებზე გადაცემა, 18 თვეში იგეგმება. აღნიშნული პროექტი, საპრეზიდენტო  კაბინეტის 100 დღიან სამოქმედო გეგმაში შედის. საპრეზიდენტო კაბინეტის 100 დღიან სამოქმედო გეგმაში ტანკ „FIRAT-M60T“-ს მოდერნიზება და მათი 146 ცალამდე გაზრდაც იგეგმება. ამჟამად 7 ერთეული ტანკი აქვს შეიარაღებულ ძალებს.   100 დღიან სამოქმედო გეგმაში „სპეციალური დანიშნულების ჯავშანტრანსპორტიორი“-ს დამზადების ხელშეკრულების გაფორმებაც შედის, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა ტიპის 255 ტანკის დამზადება უნდა მოხდეს.  სპეციალური დანიშნულების  ჯავშანტრანსპორტიორი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტურად გამოიყენება, რა მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევაც ხდება.

უპილოტო საფრენი აპარატები, უპილოტო სახმელეთო მანქანები და ხელოვნური ინტელექტი

მსოფლიოში უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელ 6 ქვეყანას შორის თურქეთი ერთ-ერთია. 100 დღიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში კიდევ 5 ერთეული  ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი (Bayraktar TB-2) და 2 ერთეული ოპერატიული უპილოტო საფრენი აპარატი (ANKA-S) უნდა ჩაბარდეს შეიარაღებულ ძალებს.

მეორე საპრეზიდენტო კაბინეტის 100 დღიან სამოქმედო გეგმაში უნდა განხორციელდეს:

-125 ცალი  თოფიანი ტიპის დრონი

- ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა  EYP-ების იდენტიფიკაციისა და განადგურების მაღალხარისხიანი მიკროტალღური ტექნოლოგიით აღჭურვილი სისტემის შექმნასთან დაკავშირებით მემორანდუმი უნდა გაფორმდეს.

- მსუბუქი/საშუალო კლასის უპილოტო სახმელეთო მანქანების პროექტის დამზადება და შესაბამის უწყებებზე წარდგენა.

- მძიმე კლასის  უპილოტო სახმელეთო აპარატების პროექტის ტენდერი.

- ხელოვნური ინტელექტისა და რობოტების ტექნოლოგიების განვითარების ფარგლებში მემორანდუმის გაფორმება და სხვები.

განვითარებული ქვეყნების მიერ თავდაცვის სფეროში წარმოებულ პროდუქციებს თურქეთი,   ადგილობრივი შესაძლებლობებით ახორციელებს. თავდაცვის სფეროში გადასადგმელი ნაბიჯები, ქვეყნის განვითარებაში პირველ ადგილს იკავებს. ეს ყველაფერი კი თვით პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მხარდაჭერით ხორციელდება, წერს თურქეთის Harb-İş კონფედერაციის სასწავლო განყოფილების უფროსი, თარქან ზენგინი.


საკვანძო სიტყვები: #ეროვნული , #თავდაცვის , #პროექტები

მსგავსი ინფორმაციები