პრეზიდენტმა ერდოღანმა სირიის თემაზე განცხადება გააკეთა

ერდოღანი ტრამპთან სირიის საკითზე გამართულ სატელეფონო საუბარსაც შეეხო

1111446
პრეზიდენტმა ერდოღანმა სირიის თემაზე განცხადება გააკეთა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სიტყვით გამოვიდა სტამბოლში გამართულ „თურქეთის ყველაზე დიდი 500 მომსახურების ექსპორტიორთა დაჯილდოების ცერემონიაზე“ სადაც ტრამპთან სირიის საკითზე გამართულ სატელეფონო საუბარსაც შეეხო.  

„ბატონ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას ჩვენ ასე გვითხრა: „თქვენ აქ დაეშ-ს გაწმენდთ?“ ჩვენ გავწმინდეთ, ამის შემდეგაც გავწმენდთ. საკმარისია თქვენ ლოჯისტიკური კუთხით სათანადო მხარდაჭერა გაგვიწიოთ და აშშ-ს სამხედროებმა გასვლა დაიწყეს. ახალ ჩვენი მიზანია ამ დიპლომატიური ურთიერთობების ჯანსაღი ფორმით გაგრძელება, როგორც ჯერაბლუსში 3 ათასი დაეშ-ელი გავანეიტრალეთ ამის შემდეგაც ამ ტერორისტული ჯგუფების PKK, PYD, YPG-ს ყველას განეიტრალების უნარის მქონე თავისუფალი სირიის არმია და თურქი სამხედროები გვყავს.“-აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა მდინარე ევფრატის აღმოსავლეთში ოპერაციასთან დაკავშირებით კი განაცხადა: „ბატონ ტრამპთან გამართულმა სატელეფონო საუბარმა, აშშ-ს მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა, გარკვეული პერიოდით კიდევ ლოდინისკენ გვიბიძგა, რა თქმა უნდა, ეს არ არის უვადო ლოდინის პროცესი... მომდევნო თვეებში სირიაში როგორც PKK/PYD-ს ელემენტების ასევე დაეშ-ის ნარჩენების გასაწმენდად ოპერაციის სახეობას დავაკვირდებით. ეს უნდა იცოდნენ... როგორც იქნა გასულ დღეებში ამ საკითხზე დღემდე ყველაზე ღია და იმედის მომცემი სიტყვები ამერიკის ხელისუფლებისგან გავიგონეთ. ჩვენს წინაპრებს უთქვამთ „ის, ვისაც პირი რძით დაეწვა, მაწონს სულის შებერვით ჭამსო“ და ჩვენც წარსულში ცუდი გამოცდილებების გამო ამ სიტყვებს კმაყოფილებით და ასევე ფრთხილად ვხდებით.“


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #აშშ , #სირია

მსგავსი ინფორმაციები