ერდოღანი: „გამოსავალი მხოლოდ მევლანას გზაა“

ერდოღანი: „გამოსავალი მხოლოდ მევლანას გზაა“

1108933
ერდოღანი: „გამოსავალი მხოლოდ მევლანას გზაა“

პრეზიდენტმა ერდოღანმა გუშინ ქალაქ კონიაში,  კონიის მერიის ორგანიზებით გამართულ, მევლანა ჯელალ ედ დინ რუმის ხსოვნის 745-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ისლამურ სამყაროში, არასტაბილურობა, შიმშილი და ტერორი სენისებურად არის გავრცელებული რა, ერთადერთი გამოსავალი მევლანას გზაა. „იემენში მილიონობით ბავშვი შიმშილის გამო სიკვდილის ზღვარზეა. პალესტინაში ოკუპაცია, ლიბიაში სამოქალაქო დაპირისპირება. სომალიში ასევე შიმშილი, ავღანეთში ტერორი და სამწუხარო კი ისაა, რომ ეს პრობლემები დღითიდღე იზრდება. ასევე სირიაში, რომელიც ჩვენი მეზობელი ქვეყანაა, უკვე თითქმის 8 წელია, სამოქალაქო ომი მძვინვარებს, რის შედეგადაც 1 მილიონზე მეტი ადამიანი  დაიღუპა. მისი მმართველი ასადი კი  სავარძლის შენარჩუნებას ცდილობს და ზოგ-ზოგიერთებიც მას მხარს უჭერენ. ისლამური სამყაროს წინაშე დიდი თამაშები ხდება. მათ შორისაა, სექტებს შორის დაპირისპირება. ამ მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი გზა კი მევლანას გზა გახლავთ. მევლანა ჯელალ ედ დინ რუმი მუსლიმანებს გაერთიანებისკენ მოუწოდებდა. იგი ადამიანს მხოლოდ ადამიანობით აფასებდა და არა სექტანტობის და წარმომავლობის მიხედვით. დღეისათვის სწორედ ეს გვჭირდება რა, ერთადერთი გამოსავალიც ესაა,“ განაცხადა ერდოღანმა.  



მსგავსი ინფორმაციები