სარკინიგზო ავარია ანკარაში
სარკინიგზო ავარია ანკარაში
1105866

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა რის შედეგადაც წინასწარი მონაცმებით 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი მემანქანე 40-ზე მეტი კი დაშავდა. ანკარის გუბერნატორმა ვასიფ შაჰინმა განაცხადა, რომ სარკინიგზო კატასტროფის მიზეზი ჩქაროსნული მატარებლის ლოკომოტივთან შეჯახება გახდა. „ამ დროისათვის 40-ზე მეტი ადამიანია დაშავებული, 9 კი გარდაცვლილი. სამაშველო სამუშაოები გრძელდება. სარკინიგზო კატასტროფის დეტალური მიზეზი ტექნიკური კვლევების შემდეგ გახდება ცნობილი. მომხდართან დაკავშირებით, ანკარის პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო,“ განაცხად ანკარის გუბერნატორმა ვასიფ შაჰინმა.