პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

სარკინიგზო კატასტროფასთან დაკავშირებით სამი პირი დააკავეს

1106380
პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარადან ქალაქ,  კონიაში მიმავალი ჩქაროსნული მატარებლის ლოკომოტივზე შეჯახების შედეგად წარმოქმნილი ავარიის შესახებ ადმინისტრაციული გამოძიება დაიწყო. მან ამის შესახებ,  ბეშთეფეს  კონგრესისა და კულტურის ცენტრში „საპრეზიდენტო კაბინეტის 100 დღიანი სამოქმედო გეგმა“ პროგრამაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დღეს დილით ანკარა-კონიას შორის მიმავალი ჩქაროსნული მატარებლის ავარიის შედეგად 9  ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი მემანქანე  40-ზე მეტი  კი დაშავდა. „პროკურატურამ ამ დროისათვის სამი პირი დააკავა. მომხდარი დეტალურად იქნება გამოძიებული და ყველა ის პირი დაისჯება, ვინც მომხდარში არის პასუხისმგებელი,“ განაცხადა ერდოღანმა.  მეორეს მხრივ პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ 100 დღიანი სამოქმედო გეგმიდან,  რომელშიც  400 პროექტი შედიოდა,  97% დაასრულეს.  ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას ისიც აღნიშნა, რომ მომდევნო 100 დღიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია, FETÖ-ს საზღვარგარეთ დაფინანსების აღკვეთასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას აპირებენ. პრეზიდენტმა ბოლოს, „თურქული ნაკადი“-ს პროექტის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ  თურქეთის ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის მშენებლობა 2019 წელს დასრულდება.



მსგავსი ინფორმაციები