ვიცეპრეზიდენტმა აქტუალური საკითხები შეაფასა

თურქეთის ვიცეპრეზიდენტი ფუათ ოქთაი სიტყვით გამოვიდა თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის გენერალურ სესიის საბიუჯეტო განხილვებზე

1104657
ვიცეპრეზიდენტმა აქტუალური საკითხები შეაფასა

თურქეთის ვიცეპრეზიდენტი ფუათ ოქთაი სიტყვით გამოვიდა თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის გენერალურ სესიის საბიუჯეტო განხილვებზე.

სირიის საზღვარზე ტერორისტული ელემენტების განადგურების საკითხზე ოქთაიმ განაცხადა: „(ამერიკის შეერთებულ შტატებთან) დიპლომატიურ გზებს ბოლომდე ვცდით. თუმცა, ამ გზების ჩვენი ქვეყნისათვის დროის გაყვანის ტაქტიკად გადაქცევა, როგორც ბატონი პრეზიდენტი (რეჯეფ თაიფ ერდოღანი) ამბობს, იძულებს გაგვხდის „საქმეს ჩვენ მივხედოთ“. ამისათვის ყველა მოსამზადებელი სამუშაოც ჩავატარეთ.“  

ფუათ ოქთაიმ ამერიკის შეერთებული შტატები გააკრიტიკა, რომელმაც სირიის ჩრდილოეთში სეპარატისტულ ტერორგანიზაცია YPG/PKK განათავსა და დასძინა: „ვხედავთ, რომ განსაკუთრებითYPG/PKK-ს და ფეტულაჰის ტერორისტული ორგანიზაციის (FETÖ) საკითხზე თანდათან გაღრმავებული განსხვავებული პოზიცია გვაქვს. გვინდა ვიხილოთ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც პატივს სცემს და მხარს დაუჭერს ჩვენის ქვეყნის ბრძოლას ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ.“

ვიცეპრეზიდენტმა საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებსა და პოლიციის მიერ ძალადობაზეც ისაუბრა და აღნიშნა: „ბოლო კვირეებში პარიზის თაოსნობით ევროპის სხვადასხვა ქალაქებში მიმდინარე მოვლენებმა, დასავლეთის ამ საკითხზე წინააღმდეგობები და თვალთმაქცობა აჩვენა.“

იგი ასევე შეეხო აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში საბერძნეთისა და კვიპროსის ბერძნული მხარის მიერ ცალმხრივად წარმოებულ ენერგო სამძებრო სამუშაოებს და დასძინა: „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თურქეთი კვიპროსში, ეგეოსის ზღვაში და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ნახშირწყალბადის რესურსების საკითხზე თავის ინტერსებზე უმცირეს დათმობაზე კი არ წავა. განსაკუთრებით ევროკავშირის მხრიდან განებივრებული საბერძნეთის და კვიპროსის ბერძნული მხარის ჩვენი ქვეყნისა და კვიპროსელი თურქების წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმის მცდელობას კატეგორიულად არ დავუშვებთ.“


საკვანძო სიტყვები: #ვიცეპრეზიდენტი , #ფუათ ოქთაი

მსგავსი ინფორმაციები