ეროვნული თავდაცვის პროექტები 12

ქაისერიში მდებარე „ტანკის საავადმყოფო“

1102655
ეროვნული თავდაცვის პროექტები 12

თურქეთში სამხედრო ფაბრიკებს მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნიათ. სამხედრო ფაბრიკები, რომლებიც საჯარო სამსახურებს წარმოადგენენ, ადამიანური ძალით, საქმიანობით, შესაძლებლობით და უნარებით დიდი მნიშვნელობის მატარებელია. თურქეთი სამხედრო ოპერაციებსა და ტერორიზმთან ბრძოლაში ამის მნიშვნელობას კიდევ უფრო ახლოდან გრძნობს. ქაისერიში მდებარე მეორე მთავარი სარემონტო ფაბრიკის სამმართველომ ფუნქციონირება 1951 წელში დაიწყო.  ეს ქარხანა, 1954 წელში 1020-ე არმიის აღჭურვილობის მთავარი სარემონტო ქარხნის სახელით ქაისერიში გაიხსნა. სარდლობის სახელი 1987 წელში 1009-ე არმიის აღჭურვილობის მთავარი სარემონტო ქარხნით, 2003 წელში 2-ე მთავარი სარემონტო ცენტრის სარდლობით და 2016 წელში კი 2-ე მთავარი სარემონტო ფაბრიკის სამმართველოთი შეიცვალა და დღევანდელი სახელწოდება მიიღო. ფაბრიკაში დაახლოებით 800 ადამიანია დასაქმებული, მათგან 480 მუშაა, დანარჩენები კი ოფიცრები, უმცროსი ოფიცრები და სამოქალაქო მოხელეები არიან. ფაბრიკა თანამშრომლებთან და მენეჯმენტთან ერთად მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს. - ამ თემაზე გთავაზობთ თურქეთის Harb-İş კონფედერაციის სასწავლო განყოფილების უფროსის, თარქან ზენგინის მიერ მომზადებულ მასალას, რომელშიც იგი წერს:

2-ე მთავარი სარემონტო ფაბრიკის სამმართველო, თურქეთის შეიარაღებული ძალების ინვენტარში არსებული მუხლუხებიანი ტრანსპორტის სარემონტო, მოდერნიზაციის, შეკეთების და სათადარიგო ნაწილების წარმოების სამუშაოებს ატარებს. მუხლუხებიანი ტრანსპორტია ტანკები, დაჯავშნული პერსონალის გადამყვანი, დაჯავშნული საბრძოლო საშუალებები, დაჯავშნული ნაღმტყორცნები და სხვა. ამასთანავე ეს ფაბრიკა უზრუნველყოფს ყველა სამხედრო ნაწილის მხარდაჭერას. ქაისერის 2-ე მთავარი სარემონტო ფაბრიკის სამმართველო ასევე ახდენს:

1. მუხლუხებიანი ტრანსპორტის სათადარიგო ნაწილების წარმოებას,

2. მუხლუხებიანი ტრანსპორტის ძრავისა და  ტრანსმისიის ზეთის ანალიზს,

3.  ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების დაკალიბრებას,

4. მეგობარი და მოკავშირე ქვეყნების პერსონალის მისიაში პროფესიულ მომზადებას,

5. ქვედა დანაყოფებისთვის საკონსულტაციო მხარდაჭერას.

M-60 T ტანკები სრულიად განახლდა

დაარსების დღიდან მუხლუხებიანი ტრანსპორტის განახლების, მოდერნიზაციის სამუშაოებიდან მიღებული გამოცდილებით 2000-ზე მეტი M48AT1-T2 ტანკის მოდერნიზაციას, ტანკი ევაკუატორი TAMAY-ს, საფორტიფიკაციო საბრძოლო ტრანსპორტის, მოძრავი ხიდის გადამტანი ტანკის წარმოებას წარმატებით ახორციელებს. ამასთანავე დაახლოებით 2000 ბენზინზე მომუშავე M113 დაჯავშნული პერსონალის გადამყვანის დიზელის ჯგუფის, გარე საწვავის ავზითა და სხვა აღჭურვილობით მოდერნიზება მოახდინა, პერფორმანსი გაზარდა და  M113 A2T2 მოდელად გადააქცია. ამ ტრანსპორტის ერთი ნაწილი, თურქეთის შეიარაღებული ძალების საჭიროების ფარგლებში საფორტიფიკაციო მანქანად, დაჯავშნულ სარდლობის მანქანად, სასწრაფო დახმარების მანქანად და საცეცხლე მართვის ცენტრის მანქანად გადაკეთება შესძლო.  ბოლო წლებში კი M60T ტანკის მოდერნიზაცია და MLC 70 კლასის მოძრავი ხიდის გადამტანი ტანკის წარმოება დაასრულა. M60T ტიპის ტანკის მოდერნიზაციის პროექტში პირველად თურქულ ტანკს „რეაქტიული ჯავშნის დაცვის (Explosive Reactive Armour/ERA“ უნარი შემატეს. მთავარ სარემონტო ფაბრიკაში მოდერნიზებულ 170 ერთეულ M-60 ტიპის ტანკს თურქულის აღმნიშვნელი ასო T მიამატეს და თურქეთის შეიარაღებული ძალების ინვენტარში 'M-60 T'-ს სახელით შევიდა. ამასთანვე  ტანკების მოდერნიზაციის შემდეგ ცენტრში არსებობს მათი ტესტირების საშუალებები. ამჟამად ქაისერის 2-ე მთავარ სარემონტო ფაბრიკის სამმართველოში ცეცხლის მხარდაჭერის ავტომატიზაციის პროექტი (ADOP-2000) და Leopard 2A4 ტანკებისათვის ტანკსაწინააღმდეგო უნარის შემატების პროექტი ხორციელდება.   

ხარისხის დამადასტურებელი ბევრი დოკუმენტის მფლობელი ფაბრიკა

ქაისერიში მდებარე მთავარი სარემონტო ფაბრიკის სამმართველოს გააჩნია დიზაინისა და საწარმოო საქმიანობის მომცველი ნატო-ს ინდუსტრიული ხარისხის სანდოობის სისტემის დოკუმენტი AQAP-2110 (დიზაინის, შექმნის, წარმოებისათვის ნატო-ს ხარისხის სანდოობა), გარემოს მართვის სისტემის დოკუმენტი TS EN ISO 14001 რაც აჩვენებს რომ ყველა სახის წარმოება გარემოს კანონის შესაბამისად ხორციელდება, შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დოკუმენტი OHSAS 18001 დოკუმენტი. მეორე მთავარი სარემონტო ფაბრიკის სამმართველო თავის მთავარ საქმიანობასთან ერთად მნიშვნელობას ანიჭებს ხარისხის სამუშაოებსაც. ფაბრიკა 2017 წლის 4 მარტს თურქეთის ხარისხის ასოციაციის იურიდიული წევრი გახდა და 2017 წლის 18 ოქტომბერს ეროვნული ხარისხის მოძრაობას ხელი მოაწერა და იგი ამ კუთხით პირველი სამხედრო ფაბრიკაა. ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ პილოტურ ფაბრიკად არჩეული მეორე მთავარი სარემონტო ფაბრიკის სამმართველო ჩატარებული სამუშაოების და მომზადების საკითხში “სამ ვარსკვლავიანი კომპეტენციის სერტიფიკატის“ მფლობელია- წერს თურქეთის Harb-İş კონფედერაციის სასწავლო განყოფილების უფროსი თარქან ზენგინი

მსგავსი ინფორმაციები