ჩავუშოღლუმ ბრიუსელში პრესკონფერენცია გამართა

ჩავუშოღლუ: "ქერჩის სრუტეში როგორც რუსეთს ასევე, უკრაინასაც აქვს მისი უფლებები"

1101069
ჩავუშოღლუმ ბრიუსელში პრესკონფერენცია გამართა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ საუდელი ჟურნალისტის ჯემალ ხაშოგის მკვლელობის შესახებ დაწყებულ გამოძიებას ბოლომდის მიიყვანენ. ჩავყშოღლუმ ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გამართულ,  ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. „ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება გრძელდება. ჩვენ, მას ბოლომდის მივიყვანთ. თუ რაიმე სახის დაბრკოლება  იქნება, საერთაშორისო სასამართლოებზე გატანისთვისაც მზად ვართ,“ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.   თურქმა დიპლომატმა,  აშშ-თურქეთს შორის F-35-ს საბრძოლო თვითმფრინავის გადაცემასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებსაც გამოეხმაურა და განაცხადა: „აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს,  არგენტინაში დიდი ოცეულის (G20) სამიტზე F-35-ის საკითხთან დაკავშირებით ესაუბრა.  საკითხზე საუბარი თვით ტრამპმა დაიწყო და განაცხადა, რომ თურქეთი ამ პროექტის მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი  ქვეყანაა. მისი გაუქმების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ამჟამად ყველაფერი შეთანხმების ფარგლებში მიმდინარეობს.“  ჩავუშოღლუმ პრესკონფერენციის დროს რუსეთ-უკრაინას შორის წარმოქმნილ დაძაბულობასაც შეეხო და დაამატა: „შავ ზღვაში 25 ნოემბერს, რუსეთის მიერ დაკავებული უკრაინული გემები და ეკიპაჟის წევრები გათავისუფლებულ უნდა იქნენ. ქერჩის სრუტეში როგორც რუსეთს ასევე, უკრაინასაც აქვს მისი უფლებები. ნებისმიერი მსგავსი დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ორივე ქვეყანა შეთანხმდნენ. ამ საკითხთან დაკავშირებით,  ჩვენ კი ჩვენზე დაკისრებულ ვალდებულებას ყოველთვის შევასრულებთ.“



მსგავსი ინფორმაციები