თურქეთი ჯემალ ხაშოგის მკვლელობის საკითხში გაეროს ჩართვისთვის ემზადება

თურქეთი ჯემალ ხაშოგის მკვლელობის საკითხში გაეროს ჩართვისთვის ემზადება

1099558
თურქეთი ჯემალ ხაშოგის მკვლელობის საკითხში გაეროს ჩართვისთვის ემზადება

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ საუდელი ჟურნალისტის ჯემალ ხაშოგის მკვლელობის საკითხში გაეროს ჩართვისთვის ემზადებიან. ერდოღანმა,  არგენტინაში ჩატარებულ დიდი ოცეულის (G20) სამიტის დასრულების შემდეგ, პარაგვაიში გამგზავრების დროს თვითმფრინავში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. „მათ ალბათ ეშინიათ. ასეთი ქმედებების ჩამდენებმა ეს კარგად იციან. თუ საჭირო დარჩება, საკითხის გაეროს უშიშროების საბჭოზე გავიტანთ და ასე მივიყვანთ ბოლომდე.  დიდი ოცეულის სამიტზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მცირედი კომენტარი კანადის პრემიერმა ჯასტინ ტრუდომ გააკეთა. მე მოვუწოდებ საუდის არაბეთის მთავრობას, ხაშოგის ცხედარი სად არის? რა თქმა უნდა ამ კითხვას პასუხი თქვენს მიერ გამოგზავნილმა 20 კაციანმა ჯგუფმა უნდა გასცეს. თქვენ აცხადებთ, რომ ადგილობრივ პირებთან ერთად თანამშრომლობდით, მაშინ მათი  ვინაობაც უნდა გააჟღეროთ. როგორც მოგეხსენებათ ამ ფაქტის შემდეგ საუდის არაბეთმა ფაქტი უარჰყო და მის გადაფარვას შეეცადა, მაგრამ დღეისათვის ასეთი ფაქტების გადამალვა ყველამ კარგად ვიცით, რომ შეუძლებელია. მათ სურთ, რომ საზოგადოებას თვალი დაუბრმაონ  მაგრამ, ეს არ მოხდება. ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ,“ განაცხადა ერდოღანმა. შეგახსენებთ, რომ  საუდელი ჟურნალისტი 2018 წლის 2 ოქტომბერს სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში მეუღლესთან გაყრის შესახებ საბუთის ასაღებად მივიდა, სადაც ის სასტიკი მეთოდით  მოკლეს.



მსგავსი ინფორმაციები