ერდოღანის სამხრეთ ამერიკული ქვეყნების ვიზიტები გრძელდება

ერდოღანის სამხრეთ ამერიკული ქვეყნების ვიზიტები გრძელდება

1099127
ერდოღანის სამხრეთ ამერიკული ქვეყნების ვიზიტები გრძელდება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სამხრეთ ამერიკული ქვეყნების ვიზიტის ფარგლებში პარაგვაის ეწვია.  ერდოღანს პარაგვაიში ოფიციალური დახვედრა მოუწყო ქვეყნის პრეზიდენტ,  მარიო აბდო ბენიტეზიმ. ოფიციალური ცერემონიალების შემდეგ  ჯერ ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის შემდეგ კი პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრები გაიმართა. ერდოღან-ბენიტეზის შორის გამართული პირისპირი შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს რა დროსაც ბენიტეზმა განაცხადა, რომ ერდოღანის ვიზიტი მის ქვეყანაში პრეზიდენტის რანგში პირველი გახლდათ რა, მის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.  ერდოღანის პარაგვაიში ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ახალი დიპლომატიური ნაბიჯებიც გადაუდგა ანუ, ანკარასა და ასუნსიონში საელჩოები გაიხსნება. ეს კი  ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური და სხვა მრავალ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.  პირისპირი შეხვედრის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ერთობლივ დეკლარაციასაც მოეწერა ხელი, რომელშიც აღნიშნულია, რომ განათლების, კულტურის, მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში და სხვა მრავალ სფეროში თანამშრომლობა უახლოეს ხანებში დაიწყება. ერდოღანის პარაგვაიში ვიზიტის დროს ასევე ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა რა, პირველი ერთობლივი ეკონომიკური კომისია 2019 წლის პირველ ნახევარში გაიმართება.



მსგავსი ინფორმაციები