ერდოღანი არგენტინაში ჩავიდა

ერდოღანი არგენტინაში ჩავიდა

1097637
ერდოღანი არგენტინაში ჩავიდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დიდი ოცეულის (G20) სამიტის, რომელიც 30 ნოემბერიდან 1 დეკემბრამდე, ბუენოს-აირესში უნდა გაიმართოს, მონაწილეობის მისაღებად არგენტინაში ჩავიდა. ერდოღანს აეროპორტში არგენტინის კულტურის მინისტრი,  თურქეთის ელჩი ბუენოს-აირესში და სხვა წარმომადგენლები დახვდნენ. თურქეთის  დელეგაციაში, პრეზიდენტ ერდოღანის ჩათვლით,  საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, სახაზინო და ფინანსთა მინისტრი ბერათ ალბაირაქი და  ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარიც იმყოფებიან.


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #არგენტინა , #ჩასვლა

მსგავსი ინფორმაციები