ერდოღანმა რუსეთ-უკრაინის კრიზისი შეაფასა

“ჩვენ გვინდა ვიხილოთ ერთმანეთის გვერდზე მდგარი რუსეთი და უკრაინა“

1095810
ერდოღანმა რუსეთ-უკრაინის კრიზისი შეაფასა

 

პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი სიტყვით გამოვიდა თავისი ფრაქციელი პარლამენტარების წინაშე და შეფასება მისცა რა რუსეთ-უკრაინას შორის ქერჩის სრუტეში დაწყებულ დაძაბულობას, თქვა, რომ მათ სურთ იხილონ არა ერთმანეთის პირისპირ მდგარი რუსეთი და უკრაინა, არამედ ერთიმეორის გვერდით მდგომები, ამიტომაც შეშფოთებით აკვირდებიან აზოვის ზღვაში ორ ქვეყანას შორის წარმოქმნილი ინციდენტის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ორ ქვეყანასთან  შექმენილ კეთილ და მეგობრულ ურთიერთობებს მომავალშიც გავაგრძელებთ. ჩვენ გვინდა რომ შავი, რაც შეიძლება მოკლე დროში მშვიდობის ზღვა გახდეს. ჩვენ გვინდა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის წარმოქმნილი პრობლემები დიალოგის გზით მოგვარდეს", - განაცხადა ერდოღანმა



მსგავსი ინფორმაციები