ეროვნული თავდაცვის პროექტები 11

მნიშვნელოვანი ნახტომები თავდაცვის მრეწველობაში

1095041
ეროვნული თავდაცვის პროექტები 11

 

თურქეთი, თავდაცვის სფეროში თითქმის ყოველდღიურად ახალ ახალ ნაბიჯებს დგამს და შეიძლება ითქვას, რომ ყოველთვიურად ამ სფეროში ახალი საწარმოები იხსნება და ახალი პროექტები იგეგმება, რის საფუძველზეც მალ მალე ხდება ახალი სამხედრო და თავდაცვითი პროდუქციების პრეზენტაციებიც. ასე მაგალითად, ნოემბრის თვის პირველ ნახევარში მრავალი ასეთი სამხედრო პროექტის გახსნის მოწმენი გავხდით. 1 ნოემბერს პრეზიდენტ ერდოღანის თანდასწრებით მოეწყო თურქეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სააგენტოს, TÜBİTAK SAGE-ს სამხედრო სარკინიგზო სისტემა HABRAS-ის, PULAT-ის განადგურების სისტემის ეფექტურობის და იშინის/ლაზერული  პროექტის ტესტები და ყველა ეს ტესტი წარმატებით განხორციელდა. ამ ტესტების კვალდაკვალ ერდოღანმა მეტად მნიშვნელოვანი და სასიხარულო ინფორმაციები გაავრცელა. 4 ნოემბერს კი საზეიმო ცერემონიით გადაეცა ექსპლოატაციაში MİLGEM-ის (ეროვნული გემების) ფარგლებში წარმოებული   F-513 ტიპის საზღვაო კორვეტი, რომელიც იქვე სამხედრო საზღვაო ფლოტს გადეცა. 8 ნოემბერს თავდაცვის მრეწველობის დეპარტამენტსა და ეროვნული სამხედრო თვითმფრინავების საწარმოს შორის ხელი მოეწერა კონტრაქტს, რომლითაც თურქეთში გამანადგურებლების ძრავების ქარხანა აშენდება და მასში სრულიად ეროვნული თურქული ძრავები იქნება წარმოებული. 9 ნოემბერს ხელი მოეწერა ეროვნული ტანკის ALTAY-ის წარმოების შეთანხმებას, რომლის ფარგლებში 18 თვის განმავლობაში 250 ეროვნული ტანკი იქნება წარმოებული. აი, მარტო ეს მაგალითებიც საკმარისია იმის დასამტკიცებლად, თუ რა წარმატებული გზით ვითარდება თურქეთის თავდაცვის მრეწველობა. ახლა, ამ თემაზე გთავაზობთ თურქეთის Harb-İş კონფედერაციის სასწავლო განყოფილების უფროსის, თარქან ზენგინის მიერ მომზადებულ მასალას, რომელშიც იგი წერს:

HABRAS-ის, PULAT-ის და Işın-ის პროექტები

როგორც ზემოთაც გითხარით, მიმდინარე წლის 1 ნოემბერს, ეროვნული ტექნოლოგიის განვითარების ინფრასტრუქტურის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა ერდოღანმა მეტად მნიშვნელოვანი განცხადებები გაავრცელა. “დღეს ჩვენ ერთად შევიკრიბენით, რათა გამოვცადოთ ეროვნული ტექნოლოგიების განვითარების ინფრასტრუქტურებისა და სამრეწველო პროექტების ფარგლებში წარმოებული სამხედრო ტექნიკა. ამით ჩვენ ვუზრუნველყოფთ ქვეყანაში კრიტიკული დიზაინების, ახალი მოდელების, ნოუ-ჰაუს და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, რისთვისაც დიდ თანხებს ვხარჯავთ, მაგრამ, სამაგიეროდ მათ უცხოეთიდან კი არ ვყიდულობთ, არამედ ჩვენივე ძალებით ვამზადებთ, რითაც დასავლეთზე დამოკიდებულებას ვამცირებთ. HABRAS-ის ექსპლოატაციაში გადაცემით, ჩვენი სამხედრო ინდუსტრია, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების შეზღუდულ რიგებს შეუერთდება. PULAT-ის აქტიური თავდაცვის სისტემას და ტექნოლოგიას კი, სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება ჩვენი შეიარაღებული ძალების სატანკო ნაწილებისთვის. რაც შეეხება Işın-ის, ე.ი. ლაზერულ სისტემას, ეს იქნება თურქული ტექნოლოგიით წარმოებული  კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი, მეტად მაღალი სიმძლავრის ლაზერული იარაღი, რომელმაც პირველსავე ცდაზე მეტად წარმატებული პერფორმანსი აჩვენა და მას უახლოეს პერიოდებში საჰაერო და საზღვაო სამხედრო სატრანსპორტო საშუალებებზე გამოვიყენებთ“, განაცხადა ერდოღანმა და იქვე თურქეთის მოსახლეობა გაახარა, რომ დაიწყეს მზადება რეგიონალური საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნისათვის, რომელსაც SİPER-ი, ე.ი. ფარი ერქმევა და იგი პირველ პროდუქციას 2021 წლის ბოლოს გამოუშვებს.   

 

ახალი ტიპის წყალქვეშა გემის, აიდინრეისის შედუღების სამუშაოები დაიწყო

MİLGEM-ის, ე.ი. ეროვნული გემის პროექტის ფარგლებში, პირველი ეროვნული სამხედრო გემი სტამბოლის დოკში იქნა გაშენებული და F-513 ტიპის საზღვაო კორვეტი, 4 ნოემბერს საზეიმო ცერემონიით გადაეცა ექსპლოატაციაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ერდოღანმაც. ამ სამხედრო გემის სიგრძე 100 მეტრია, სიგანე 15 მეტრი და არის 2400 ტონა წყალწყვის. მას საწვავის მოუმარაგებლად შეუძლია 6500 კმ-ის გავლა და 10 დღის განმავლობაში ზღვაში დარჩენა.  იგი ასრულებს ისეთ სამუშაოებს, როგორებიც არის წყალზედა და წყალქვეშა ბრძოლები, საჰაერო თავდაცვა, სადაზვერვო ზედამხედველობა, მართვის კონტროლი და ასიმეტრიული დაცვა. ბურგაზადას კორვეტის საზღვაო ფლოტისათვის გადაცემის შემდეგ, პრეზიდენტმა ახალი სამხედრო გემის, წყალქვეშა აიდინრეისის პირველი შედუღება მოახდინა და ამით სტარტი მიეცა ახალი სამხედრო გემის წარმოებას, რომელსაც საწვავის მოუმარაგებლად ამერიკაში ჩასვლა და იქიდან დაბრუნება შეეძლება. მისი სიგრძე 68 მეტრი, სიგანე 13 მეტრი და 1850 ტონის წყალწყვის იქნება. თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ ამ წყალქვეშა ეროვნულ გემს მეტად ეფექტური საბრძოლო და სადაზვერვო შესაძლებლობები ექნება

ეროვნული სამხედრო თვითმფრინავის ორიგინალური ძრავის განვითარების პროგრამა

დღეს თურქეთში, ერთის მხრივ ეროვნული წარმოების სამხედრო შიდა პროდუქტები მაქსიმალურად გამოიყენება, ხოლო მეორეს მხრივ ეროვნული სამხედრო თვითმფრინავის წარმოების პროექტზე მუშაობას აგრძელებენ. ეს პროექტი მიზნად ისახავს საჰაერო ძალების სარდლობის, 2030 წლის შემდგომ სამხედრო თვითმფრინავებზე მოთხოვნილების შიდა წარმოებით დაკმაყოფილებას. ამჟამად ხსენებული თვითმფრინავის დამოუკიდებელ და ორიგინალურ ძრავაზე მუშაობენ, რათა ამ მხრივაც არ იყვნენ დამოკიდებულნი უცხოეთზე. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, სწორედ ამ მიზნით მიმდინარე წლის  8 ნოემბერს თავდაცვის მრეწველობის დეპარტამენტსა და ეროვნული სამხედრო თვითმფრინავების საწარმოს შორის ხელი მოეწერა კონტრაქტს, რომლითაც თურქეთში გამანადგურებლების ძრავების ქარხანა აშენდება და მასში სრულიად ეროვნული თურქული ძრავები იქნება წარმოებული. ამ ჩარჩო ხელშეკრულების თანახმად, სტარტი მიეცა თავდაპირველი ტურბოფანტის გამანადგურებელი თვითმფრინავის ძრავების შემუშავების პროცესს. იგი მიზნად ისახავს, სრულიად თურქული, ე.ი. 100%-იანი ეროვნული ტურბო ძრავის წარმოებას, რომლის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებიც სრულიად თურქული იქნება

Altay/ალტაის სახელწოდების თურქული ტანკის სერიული წარმოება

თურქეთის სახმელეთო ჯარების მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით უკვე დიდი ხანია რაც მუშაობენ თანამედროვე თურქული წარმოების ტანკზე. სწორედ მის ფარგლებში 9 ნოემბერს ხელი მოეწერა ეროვნული ტანკის, ALTAY-ის წარმოების შეთანხმებას, რომლის ფარგლებში 18 თვის განმავლობაში 250 ეროვნული ტანკი იქნება წარმოებული. ამ 100 პროცენტიან თურქულ ტანკს შემდეგი თვისებები ექნება. ალტაი მეტად მაღალი ცეცხლ გამძლეობით, მაღალი სიჩქარით და სწრაფი მანევრირებით, მოდულური კომპოზიციური ჯავშანტექნიკით, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოაქტიური, ბირთვული და სხვა ყველანაირი საფრთხეებისგან თავდაცვის სისტემებით, ზუსტი დარტყმებით, ყველანაირ უამინდობაში ეფექტურად გამოყენებით, თურქეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მძლავრი ტექნიკა გახდება, წერს თურქეთის Harb-İş კონფედერაციის სასწავლო განყოფილების უფროსი, თარქან ზენგინი

 



მსგავსი ინფორმაციები