აქტუალური თემის ანალიზი 47.2018

„თურქული ნაკადი“

1093887
აქტუალური თემის ანალიზი 47.2018

აქტუალური თემის ანალიზი 47/2018

„თურქული ნაკადი“

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარი

გასულ დღეებში რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის პუტინისა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით პროექტ „თურქული ნაკადის“ ზღვაზე გამავალი მონაკვეთის დასრულების ცერემონიალი გაიმართა. სტამბოლში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსულმა ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის განვითარებად თანამშრომლობაზე. პროექტი „თურქული ნაკადი“ მნიშვნელოვანი ნაბიჯია თურქეთის ენერგო ცენტრად გადაქცევის გეგმის კუთხით. საბოლოოდ აზერბაიჯანული გაზის თურქეთსა და აქედან ევროპაში გადატანისთვის დაგეგმილ „ტანაპთან“, ერაყის ნავთობის მსოფლიოსათვის მიმწოდებელი ჯეიჰანის მილსადენთან ერთად თურქეთი ენერგო პოლიტიკის ასპექტში გადადგმული ნაბიჯებით თავის პოზიციებს აძლიერებს და ამრავალფეროვნებს საკუთარი ენერგო მოთხოვნების დაკმაყოფილების გზებს.

2014 წლის დეკემბერში რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის პუტინის მიერ შეთავაზებული პროექტი „თურქული ნაკადი“ რუსეთის ქალაქ ანაპაში იწყება, 930 კილომეტრიანი მონაკვეთი შავ ზღვაზე გადის და სტამბოლის დასავლეთში მდებარე ქიიქოიში მთავრდება. მთლიანობაში პროექტის სიგრძე 1100 კილომეტრს აღწევს. „თურქული ნაკადი“ ორი პარალელური სხვადასხვა ხაზისგან შედგება. პირველი ხაზით წელიწადში 15,75 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივი აირის მოცულობით თურქეთის ენერგო მოთხოვნილება დაკმაყოფილდება. მეორე ხაზის კი მომდევნო ეტაპზე ევროპამდე მიყვანა იგეგმება. ამგვარად, „თურქული ნაკადის“ მეშვეობით მთლიანობაში 31,5 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის აირის გადაზიდვა იგეგმება. 

კრემლის  პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „თურქული ნაკადის“ 5 განშტოებით 5 სხვადასხვა ქვეყანამდე მიყვანაა შესაძლებელი. მაგალითად, სერბეთის ენერგეტიკის მინისტრმა ანთიჩმა განაცხადა, რომ „თურქული ნაკადის“ სერბეთამდე მიყვანის შემთხვევაში ევროპის ენერგო უსაფრთხოება იქნება გარანტირებული და დაამატა: „10-25 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზის თურქეთის გავლით ბულგარეთში, სერბეთში, უნგრეთსა და ავსტრიაში ტრანსპორტირების შესაძლებლობა სერიოზული შანსია ენერგო უსაფრთხოების დამყარების კუთხით. პროექტი ბუნებრივი აირით ვაჭრობის და ბუნებრივ აირზე დამოკიდებული ეკონომიკის განვითარების საშუალებას იძლევა. აღნიშნული ქვეყნები „თურქულ ნაკადზე“ მიერთებით და გაზის ტრანზიტით მნიშვნელოვან მოგებასაც მიიღებენ.“   

მეორეს მხრივ, „თურქული ნაკადი“ თურქეთის შემდეგ რომელიც მიმართულებით მივა ევროპამდე, ჯერ-ჯერობით უცნობია. განსაკუთრებით კონკურენციაა საბერძნეთსა და ბულგარეთს შორის. საბერძნეთის პრემიერმინისტრმა ალექსის ციპრასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „თურქული ნაკადის“ საბერძნეთზე გავლა სურს და ამისათვის ბრიუსელში აქტიურ სამუშაოებს ატარებენ.

„თურქული ნაკადი“ წინ გადადგმული ნაბიჯია თურქეთის ენერგო ცენტრად გადაქცევის გზაზე და ამავდროულად უზრუნველყოფს რუსეთის მიერ ბუნებრივი აირის ბალკანეთის ქვეყნებში ექსპორტს. გასულ პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ბევრ სფეროში განვითარდა. პრეზიდენტმა ერდოღანმა ყურადღება გაამახვილა გაზრდილ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და დასძინა, რომ მათი მიზანია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოცულობის 100 მილიარდ დოლარამდე გაზრდა. ამავდროულად რუსულმა პრესამ დაიწყო საუბარი პუტინსა და ერდოღანს შორის შეხვედრების სიხშირეზე და ორ ქვეყანას შორის გაძლიერებულ კავშირებზე.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით ენერგო პოლიტიკის კუთხით ძლიერდება, ორმხრივ ურთიერთობებში ისევ არსებობს მნიშვნელოვანი პრობლემები. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია, უკრაინაში ომი, რუსეთის მიერ ყირიმელი თათრების მიმართ ქმედებები და სირიაში განსხვავებული პოზიციები ორმხრივ ურთიერთობებში გადასაჭრელი საკითხებია. განსაკუთრებით, სირიაში მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანა ასტანის პროცესისა და სოჭის შეთანხმების შესაბამისად ერთად კოორდინირებულად მოქმედებას ცდილობენ, ზოგიერთი მთავარი განსხვავებული პოზიცია პრობლემებს ქმნის. 



მსგავსი ინფორმაციები